19 აგვისტო, 2018
ირინა ონაშვილი და თიკო ნატროშვილი 9 წლის ნათლულს ემშვიდობებიან…
თბილისში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და ექსმოდელის თიკო ჩხეიძის უფროსი ქალიშვილი ტატა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ულამაზესი გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ის დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

ტატას ფოტოს აქვეყნებს მისი ნათლია, მოდელი და ჟურნალისტი, თიკო ნატროშვილი. ტატა მისი ნათლული იყო…

“ტატა ჩემი ნათლულია! მე, როგორც ნათლიას, ერთადერთი რაც შემეძლო, ვიხსენიებდი ლოცვებში. ტრადიცია გაგრძელდება, მაგრამ ერთი განსხვავებით – ვილოცო ტატას სულითვის! ძალიან ადრე იყო ეს შენთვის.. ძალიან!.. მაგრამ უფალმა ასე ინება. მშვიდად იძინე,
ჩემო გოგო, მიყვარხარ გულში, ჩემო პატარა!

პოსტს აქვეყნებს ბავშვის მეორე ნათლიაც, ირინა ონაშვილი და წერს: "გაჩერდა დრო...
ნათლიას ლამაზი გოგო ტატიანა"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS