19 აგვისტოს "Soho Batumi"-ში ქართველი პოპულარული მომღერალი სტეფანე გრანდიოზულ კონცერტს გამართავს. როგორც EVENTS.AMBEBI.GE-ს გია გუმბერიძემ განუცხადა, ეს მიმდინარე სეზონზე სტეფანეს ბოლო კონცერტია, რომელზეც ის მსმენელს სურპრიზებსა და განსაკუთრებულ საღამოს ჰპირდება. ამასთან, კონცერტი უმაღლესი ხარისხის აპარატურის გამოყენებით ჩატარდება, რაც განწყობას კიდევ უფრო აამაღლებს.
„ეს არის სტეფანეს ბოლო საზაფხულო კონცერტი, აქედან გამომდინარე, ძალიან გრანდიოზული იქნება. მომღერალი მაყურებელსა და მსმენელს ძალიან ბევრ სურპრიზს ჰპირდება, რასაც ბოლომდე ჩვენც არ გვიმხელს. კონცერტი ძალიან დიდი და ხარისხიანი აპარატურით ჩატარდება, რომლისთვისაც ცალკე
მზადება მიმდინარეობს. ამ კონცერტის მიმართ ძალიან დიდი მოთხოვნაა, რაც ძალიან გვახარებს. გვიხარია ისიც, რომ ჩვენმა კლუბმა მსმენელისთვის კიდევ ერთი ძალიან კარგი ღონისძიების შეთავაზება შეძლო“, - აღნიშნა გია გუმბერიძემ.
აღსანიშნავია, რომ კონცერტი კვირას 22:00 საათზე დაიწყება და სტუმრებს რამდენიმე საათის განმავლობაში სტეფანეს ყველაზე პოპულარული სიმღერების მოსმენის საშუალება მიეცემათ.