17 აგვისტო, 2018
"მოგვენატრები, მაგრამ მჯერა მანდ უკეთ იქნები!"
მსა­ხი­ო­ბი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშ­ვი­ლი დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სა­დარ­ბა­ზოს ლიფ­ტში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მსა­ხი­ო­ბი 40 წლის იყო.

ინ­ფორ­მა­ცია მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და­უ­დას­ტუ­რეს. უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. სხვა დე­ტა­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოთ­ქვა­მენ სამ­ძი­მარს მისი მე­გობ­რე­ბი:

"არ ვიცი რა ვთქვა... ძა­ლი­ან ძა­ლი­ან მე­წყი­ნა, შენ­ნა­ი­რი კე­თი­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნის უდ­რო­ოდ წას­ვლა... გვიყ­ვარ­ხარ და მოგ­ვე­ნატ­რე­ბი.. უფალ­მა გა­ა­ნათ­ლოს შენი სული" - წერს მსა­ხი­ო­ბი
ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი.

"ზუზუ იყო სუფ­თა და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი ძა­ა­ლი­ან მე­წყი­ნა, კი­დევ ვერ ვი­ჯე­რებ" - წერს მო­დე­ლი თამო ვაშა­ლო­მი­ძე.

"რამ­დე­ნი რა­მის თქმა მინ­და... რო­გორ გატ­კი­ნეთ! სი­ტყვე­ბი მო­დის და იყი­ნე­ბა, წე­რის უფ­ლე­ბას არ მაძ­ლევს, თავს დამ­ნა­შა­ვედ ვგრძნობ, ემის სიმ­ღე­რას რომ ვმღე­რი, სულ შენ მახ­სენ­დე­ბი... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მანდ შეხ­ვდე­ბი და მაგ­რად "გა­აფ­რენთ"... მოგ­ვე­ნატ­რე­ბი, მაგ­რამ მჯე­რა, მანდ უკეთ იქ­ნე­ბი!" - წერს მომ­ღე­რა­ლი ქრის­ტი­ნე მარ­ტი­აშ­ვი­ლი.

"რა­ნა­ი­რე­ბი ვართ ადა­მი­ა­ნე­ბი - ვი­თომ სო­ცი­ა­ლუ­რე­ბი, კა­ი­ტი­პე­ბი. ვა­ზი­ა­რებთ ჩვენს სი­ხა­რულს - რო­გორ ვმოგ­ზა­უ­რობთ, რო­გორ მი­ვაღ­წი­ეთ წარ­მა­ტე­ბას კა­რი­ე­რა­ში თუ რო­გორ გაგ­ვი­მარ­თლა შვი­ლებ­სა და სიყ­ვა­რულ­ში და ამ დროს, შენს მე­გო­ბარს, რო­მელ­საც აღარ გა­უ­მარ­თლა, ვინ იცის, რა ტკი­ვა, რა აწუ­ხებს. ვხე­დავთ, რომ რა­ღაც ისე არ არის, მაგ­რამ ახლა სხვის­თვის არ გვცა­ლია, ხვალ, ზეგ, მერე მივ­ხე­დავთ. ხვალ აღარ იქ­ნე­ბა. ან, ვინ იცის, რა იქ­ნე­ბა. დიდი ხა­ნია, ასე არა­ვის სიკ­ვდი­ლი არ მტკე­ნია. უბე­დუ­რი ბიჭი იყო ზუზუ, გზა­აბ­ნე­უ­ლი, სულ რომ თვა­ლებ­ში გი­ყუ­რებ­და. ბო­ლოს რომ ვნა­ხე, არ მე­ცა­ლა, არა­ვის ეცა­ლა. იქ­ნებ, რა უნ­დო­და..." - წერს PR-მე­ნე­ჯე­რი სა­ლო­მე ლი­ლუ­აშ­ვი­ლი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნატო
აქ მე მგონი რამის დაწერა ზედმეტია,რადგან სხვის კომენტარებსაც რომ ვკითხულობ ძალიან ვღიზიანდები,ნუთუ არ შეიძლებოდა ამ ადამიანისთვისაც გამოჩენილიყო რამე სამსახური?გადაცემები ისეთებს რომ მიყავთ ცხოვრება რომ გადასდით თავზე და სხვაგანაც რომ არიან დასაქმებულები?
11:44 / 18-08-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS