ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მსახიობის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში გამოთქვამენ სამძიმარს მისი მეგობრები:
"არ ვიცი რა ვთქვა... ძალიან ძალიან მეწყინა, შენნაირი კეთილი, თავისუფალი და პოზიტიური ადამიანის უდროოდ წასვლა... გვიყვარხარ და მოგვენატრები.. უფალმა გაანათლოს შენი სული" - წერს მსახიობი
"ზუზუ იყო სუფთა და კეთილი ადამიანი ძაალიან მეწყინა, კიდევ ვერ ვიჯერებ" - წერს მოდელი თამო ვაშალომიძე.
"რამდენი რამის თქმა მინდა... როგორ გატკინეთ! სიტყვები მოდის და იყინება, წერის უფლებას არ მაძლევს, თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ემის სიმღერას რომ ვმღერი, სულ შენ მახსენდები... დარწმუნებული ვარ, მანდ შეხვდები და მაგრად "გააფრენთ"... მოგვენატრები, მაგრამ მჯერა, მანდ უკეთ იქნები!" - წერს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილი.
"რანაირები ვართ ადამიანები - ვითომ სოციალურები, კაიტიპები. ვაზიარებთ ჩვენს სიხარულს - როგორ ვმოგზაურობთ, როგორ მივაღწიეთ წარმატებას კარიერაში თუ როგორ გაგვიმართლა შვილებსა და სიყვარულში და ამ დროს, შენს მეგობარს, რომელსაც აღარ გაუმართლა, ვინ იცის, რა ტკივა, რა აწუხებს. ვხედავთ, რომ რაღაც ისე არ არის, მაგრამ ახლა სხვისთვის არ გვცალია, ხვალ, ზეგ, მერე მივხედავთ. ხვალ აღარ იქნება. ან, ვინ იცის, რა იქნება. დიდი ხანია, ასე არავის სიკვდილი არ მტკენია. უბედური ბიჭი იყო ზუზუ, გზააბნეული, სულ რომ თვალებში გიყურებდა. ბოლოს რომ ვნახე, არ მეცალა, არავის ეცალა. იქნებ, რა უნდოდა..." - წერს PR-მენეჯერი სალომე ლილუაშვილი.