სალომეს და გიორგის ერთმანეთი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობისას შეუყვარდათ. მართალია, თავად უარყოფენ, მაგრამ ფაქტია, რომ მეორე სეზონის დამთავრებიდან ძალიან მალე გიორგი და სალომე შეყვარებულებს დაშორდნენ.
სალომე ჭაჭუა - გიგი

მოგვიანებით, პრესასთან პირველად გიორგი ვარდოსანიძემ აღიარა, რომ ერთმანეთი შეუყვარდათ. შემდეგ კი სალომემ, „რეიტინგთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოგვიყვა ახალი სიყვარულის ისტორიის შესახებ.
გიორგიც და სალომეც ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ შეყვარებულებს ერთმანეთის გამო არ დაშორებიან. ფაქტია, რომ გიგის და სალომეს და გიორგის და თამთას წყვილების დაშორებას არავინ ელოდა.
სალომეს და გიორგის წყვილს თავიდან საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა. იმასაც ამბობდნენ, რომ მათთვის ეს დროებითი გატაცება იყო და მალე დაშორდებოდნენ, თუმცა გიორგი ყურებამდე შეყვარებული გახლდათ.

ცოტა ხნის წინ ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად. ხუთშაბათს კი გადაცემა „პროფილში“ შეყვარებული გიორგი ბედნიერი ყვებოდა როგორ ეხმარებოდა სალომეს საოჯახო საქმეებში.
სალომეს და გიორგის ბედნიერებას და გამრავლებას ვუსურვებთ.
სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




















