15 თებერვალი, 2014
გიორგი ვარდოსანიძემ და სალომე ჭაჭუამ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს...
სალომე ჭაჭუა - გიგი გაჩეჩილაძეს, გიორგი ვარდოსანიძე კი მსახიობ თამთა შალამბერიძეს. გიორგი და სალომე დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდნენ სიყვარულის ისტორიას მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ და მოცეკვავე სალომე ჭაჭუამ ჯვრის დასაწერად 15 თებერვალი აირჩიეს. წყვილმა დღეს სვეტიცხოველის ტაძარში იქორწინა და ამ მოვლენის ამსახველ ფოტო მასალას ექსკლუზიურად საიტი რეპორტიორი ავრცელებს.

სალომეს და გიორგის ერთმანეთი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობისას შეუყვარდათ. მართალია, თავად უარყოფენ, მაგრამ ფაქტია, რომ მეორე სეზონის დამთავრებიდან ძალიან მალე გიორგი და სალომე შეყვარებულებს დაშორდნენ.

სალომე ჭაჭუა - გიგი
გაჩეჩილაძეს, გიორგი ვარდოსანიძე კი მსახიობ თამთა შალამბერიძეს. გიორგი და სალომე დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდნენ სიყვარულის ისტორიას, თუმცა მათ წყვილს ყველგან ერთად ხედავდნენ.

Rating

მოგვიანებით, პრესასთან პირველად გიორგი ვარდოსანიძემ აღიარა, რომ ერთმანეთი შეუყვარდათ. შემდეგ კი სალომემ, „რეიტინგთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოგვიყვა ახალი სიყვარულის ისტორიის შესახებ.

გიორგიც და სალომეც ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ შეყვარებულებს ერთმანეთის გამო არ დაშორებიან. ფაქტია, რომ გიგის და სალომეს და გიორგის და თამთას წყვილების დაშორებას არავინ ელოდა.

სალომეს და გიორგის წყვილს თავიდან საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა. იმასაც ამბობდნენ, რომ მათთვის ეს დროებითი გატაცება იყო და მალე დაშორდებოდნენ, თუმცა გიორგი ყურებამდე შეყვარებული გახლდათ.

Rating

ცოტა ხნის წინ ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად. ხუთშაბათს კი გადაცემა „პროფილში“ შეყვარებული გიორგი ბედნიერი ყვებოდა როგორ ეხმარებოდა სალომეს საოჯახო საქმეებში.

სალომეს და გიორგის ბედნიერებას და გამრავლებას ვუსურვებთ.

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
მარიტა
გილოცავტ,ბედნიერები აყავიტ.
18:57 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
gocha
აბა რას ამბობ? კომენტარის პირველი ნაწილი რა კაი გაქვს და რა ცუდად ამთავრებ?! გიოზე ბევრად მაგარი ან ვაბშე მაგარი ტიპი სად შეგხვედრია?მარტო გარეგნობაზე არ ვამბობ,როგორც არტისტიზმით და ადამიანობით აბსოლუტურად სრულყოფილია და აღარაფერი უკლია კორიფეობამდე! ანგელოზობა რიჟა ბაზარია მარა მართლა ძალიან ლამაზია თამთა,რომელზე საუბარიც არ მსურს! მეც ვიცი რო გიოს და სალომეს ვერაფერს დააკლებენ მარა ხანდახან მაინც წამძლევს სურვილი კისერი მოვუგრიხო მაგ ვიგინდარა კლავიატურშიკებს!
16:57 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გოჩას
დამშვიდი გოჩა ყველას ჭკუას ვერა ასწავლი საქართველოში ბოღმების და შურიანების დოღია ვერ იტანენ ესეთ ულამაზეს წყვილებს და ებრძვიან.შენ უნდა გესმოდეს ყველლაზე სუპერ წყვილს რატო ებძვიან მარა ვერაფერს დააკლებენ.ისე არ გეწყინოთ და გიოზე ბევრად მაგარი ტიპია შალამბერიძის საქმრო ნაღდათ ბევრათ ჯობია გიოს მარა სალოს ას წელს ვერ აჯობებს თამთა ტანით თორე ისე სახეზე კი გავს ანგელოზს ეგ ქერა თეთრი გოგო:)
16:03 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ვისი რა საქმეააა?????????ს
გეთანხმები ყველამ თავის ცხოვრებას მიხედეთ თქვე შურიანო მახინჯებო,სარკეში ჩაიხედეთ და მერე ილანძღეს სალო და ჟორიკაზე,გუშინ ლანძღავდენ სალომეს უშვერი სიტყვებით ერთ საიტზე ბიჭები,ფცზეც შეუქნით მაგათი ზიზღის გვერდი და თამთაზე წერენ მახინჯი და ტ-მიმცემი სალომე ვერ მიედრება თამთასო.დაანებეთ თავი ლანძღვას გიორგი უბედნიერესი ბიჭია და ორივემ გაიხაროს ვაა რა შეჭამეთ გულები?
15:28 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ვისი რა საქმეააა?????????
რამდენი ბოღმიანი ადამიანი ხართ ამ ცხოვრებაში!!!!!!!!!!!!!!! გისურვებთ ასეთივე ბედნიერება გეპოვნოთ და მერე მიხვდებით და აღარც აქ საწერად გეცლებათ!!!!! :))))))))))))) ძალიან საყვარლები არიაააააააააააან ორივეეეეეეეეეე!!!!!!!!!!!!!!!!!!!
15:01 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS