15 აგვისტო, 2018
მეგან მარკლის მამას ბოდიში მოახდევინეს
მეგან მარკლის მამა, ტომას მარკლი ბოდიშს იხდის და მის მიერ მიცემულ სკანდალურ ინტერვიუებს ნანობს.

ერთ-ერთ ინტერვიუში ტომასმა აღნიშნა, რომ მართალია, პირადად არასდროს შეხვედრია პრინც ჰარის, მაგრამ ტელეფონით გასაუბრება მაინც მოახერხა, როცა ჰარიმ თავად დაურეკა და ჟურნალისტებთან ქცევის ეტიკეტი აუხსნა: „მითხრა, რომ პრესასთან საქმე არ დამეჭირა, რადგან აუცილებალდ ცოცხლად შემჭამდნენ და მართალი აღმოჩნდა“.

Rating

როგორც ჩანს, სასექსის ჰერცოგინიას მამამ არაფრად ჩააგდო სიძის რჩევა, მეტიც გულახდილად მოუთხრო ჟურნალისტებს საკუთარ ტრაგიკულ ბედზე, უგულო ქალიშვილზე, სასტიკ სამეფო ოჯახზე და იწვნია
კიდეც, „გაღიზიანებულმა ჰარის ვუთხარი, ალბათ უკეთესი იქნება მოვკდე და არც თქვენ გაგიჭირდებათ დამწუხრებულად მოაჩვენოთ პუბლიკას თავი-მეთქი.

Rating

ვიცი, ასეთი უხეში არ უნდა ვყოფილიყავი და ახლა ძალიან ვნანობ“, – აღნიშნა მისტერ მარკლიმ და დაამატა, რომ ძალიან განიცდის, რადგან ფოტოების გარშემო ატეხილი სკანდალის გამო, ვერ დაესწრო ქალიშვილის ქორწილს.

Rating

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, მეგან მარკლის მამის სკანდალური ინტერვიუები პირად კონტროლზე აიყვანა დედოფალმა ელისაბედმა, აიძულეს თუ არა ტომას მარკლს ბოდიშის მოხდა, ელისაბედის მოთხოვნით, უცნობია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS