15 თებერვალი, 2014
ჩონჩხად ქცეული გოგონა სასწაულებრივად გადარჩა
ბოიფრენდმა მაშინვე მიატოვა. თუმცა მასაც გაუმართლა, ცოტა ხანში შეხვდა ინგლისელ მეხანძრეს, რომელმაც ორი ზომით დიდი საპატარძლო კაბა უყიდა ანორექსიის კიდევ ერთმა საგანგაშო შემთხვევამ შეძრა საზოგადოება. მართალია, ამჯერად გოგონას გადარჩენა მოხერხდა, თუმცა თავად ფაქტი მართლაც შემაშფოთებელია და სამაგალითო მათთვის, ვინც „იდეალური ფიგურის“ თუ გახდომის დევნაში საკუთარ თავს იავადმყოფებს და ხშირად მისი ეს მცდელობები ლეტალურადაც კი სრულდება.

15 წლის ელენა ლიდერი, იაროსლავსკიდან, 50 კილოგრამს იწონიდა. ოდნავ პუტკუნა გოგონა ნატალია ვოდიანოვას სხეულზე ოცნებობდა. სწორედ ამ პერიოდში შეუყვარდა თავისი კლასელი.

ერთხელაც გაბედა და შესთავაზა, ერთად გავისეირნოთო.

- ვიცოდი, რომ ვუყვარდი, მაგრამ რატომღაც ყველას თვალწინ მივახალე: „თავი დამანებე, არ მომწონხარ, მსუქანი ხარ!“ - სერგეი შიპკოვი დღემდე ვერ პატიობს საკუთარ თავს, რომ გოგონას ასეთი რამ უთხრა, - მერე კი... გახდომა დაიწყო. ჯერ ვერ ვამჩნევდით, ვერც ჩვენ, ვერც მასწავლებლები. მერე კი სკოლაში სიარულის ნაცვლად უკვე საავადმყოფოებში იწვა.

Rating

ლენას დედას თქმით, მისმა შვილმა ჯერ სპორტს მიმართა, მაგრამ ნებისყოფა არ ეყო. „მერე გადაწყვიტა, ცოტა ეჭამა. ესეც დიდხანს არ გაგრძელებულა. მერე კი ნორმალურად ჭამა დაიწყო, მაგრამ გულის ასარევ წამლებს იღებდა. რაღაც პერიოდში უკვე რეფლექტორულად დაეწყო გულის რევები - დღეში შვიდჯერ.
გოგონას დედას აქამდე არ გაეგონა ასეთი დაავადება, როგორიც არის ანორექსია. როცა გოგონა მკვეთრად გახდა, შვილი ექიმებთან წაიყვანა. თუმცა ვერც ფსიქოლოგები და ვერც სხვა სპეციალისტები ვერ ეხმარებოდნენ - 164-სანტიმეტრიანი ლენა უკვე 26 კილოგრამს იწონიდა.

Rating

- ერთხელაც სარკეში ჩაიხედა და თითქოს გამოიღვიძაო, - იხსენებს დედამისი, - იდგა და იმეორებდა: „რა ჩავიდინე ეს? მინდოდა ფოტომოდელს დავმსგავსებოდი და არა ჩონჩხს! მე ხომ ოჯახი და შვილები მინდა, ცხოვრებით მინდა დავტკბე!“ ამის მერე საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნა და ბრძოლაც დაიწყო.

ნელ-ნელა მოკეთდა, ორგანიზმი აღარ უარყოფს საკვებს. მართალია, ჯერ სულ ცოტას ჭამს - მცირე ულუფებით, რადგან ორგანიზმი გადაჩვეულია მეტი საკვების მიღებას. თუმცა აშკარად გამოჯანმრთელებისკენ მიდის. დედაც ხელს უწყობს, ჯანსაღად კვებავს და მხარში უდგას შვილს.

18 წლის შესრულებას ლენა ყოფილ თანაკლასელებთან ერთად შეხვდა სკოლაში, რომელიც ვეღარ დაამთავრა თავისი დიდი პრობლემის გამო. სერგეისთან კი მეგობრობს, რადგან მანაც არ მიატოვა ამ პერიოდში და საავადმყოფოშიც ხშირად აკითხავდა...

ლენას გაუმართლა, რომ მხარში ამოუდგნენ ახლობლები, მაგრამ ყველას ასე არ უმართლებს და ბევრი მარტოობაში ემსხვერპლება მსგავს პრობლემას. მაგალითად, შარშან დეკემბერში როსტოვის გარდაიცვალა 15 წლის მარია, რომელიც 25 კილოგრამს იწონიდა. მას ცეკვის ანსამბლში მიუთითებდნენ ხოლმე, რომ უნდა დაეკლო. თანაკლასელებიც დასცინოდნენ მის „არაიდეალურ“ სხეულს და შიმშილობით სცადა პრობლემის მოგვარება...

Rating

კიდევ ერთი შემთხვევა - ყოფილ მოდელ კეიტ პანჩერს ბოიფრენდი ემუქრებოდა, რომ მიატოვებდა, თუ წონაში მოიმატებდა. გოგონამ 25 კილოგრამამდე დაიკლო და ექიმებმა დაასკვნეს, რომ შვილის ყოლა აღარ შეეძლო.

ბოიფრენდმა მაშინვე მიატოვა. თუმცა მასაც გაუმართლა, ცოტა ხანში შეხვდა ინგლისელ მეხანძრეს, რომელმაც ორი ზომით დიდი საპატარძლო კაბა უყიდა და შეჰპირდა: მაშინ მოგიყვან ცოლად, როცა ეს კაბა მოგერგებაო.

როცა გათხოვდა, კეიტი 50 კილოგრამს იწონიდა და ქმარს შვილიც გაუჩინა.

სპეცილურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
მაკრინე
მაგ დიეტების დამწერებმა რამდენი უტვინოს ცოდვა უნდა დაიდონ.
22:59 / 06-06-2014
გამოხმაურება / 0 /
n.m.
საფრანგეთში მალე კანონით დაისჯება სიგამხდრის პროპაგანდა. ისე, ნარკოტოკებზე ნაკლები უბედურება არც ამ დიეტებს მოაქვს. ნახეთ _ ნებისმიერი საიტი სავსეა ე.წ. "იდეალური დიეტების" რეცეპტებით. წარმოდგინეთ, რამდენი გოგონა სცდის მათ საკუთარ თავზე.
19:08 / 06-06-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ეუროპაში მენაგვეს და პაჯარნიკს რომ ხელფასი აქვს ბევრმა პოლიტიკოსმა ინატროს ;)
17:43 / 06-06-2014
გამოხმაურება / 0 /
პაჟარნიკს რა გმირული სახე აქვს...
ესე იგი პაჟარნიკზე გათხოვილა რა, ბავშვი,ხელში რო უჭირავს,ეგაც მომავალი პატარა პაჟარნიკი ყოფილა...
18:22 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS