13 აგვისტო, 2018
საქართველოში Samsung-ის უახლესი და სუპერ მძლავრი Galaxy Note 9-ის წინასწარ შეკვეთები დაიწყო
Samsung-ის უახლესი და სუპერ მძლავრი ფლაგმანის, Galaxy Note 9-ის წინასწარ შეკვეთები დაიწყო და 30 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობს!! შეუკვეთეთ წინასწარ Galaxy Note 9 სამსუნგის ბრენდ მაღაზიასა და ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში სამსუნგის ჰოლოგრამით და მიიღეთ საჩუქრად JBL Duet უსადენო ყურსასმენები.


2018 წლის 9 აგვისტოს Samsung Electronics-მა სმარტფონების ტექნოლოგიური განვითარების პიკი წარადგინა - Galaxy Note 9. განსაკუთრებული აქცენტი Galaxy Note 9-ში სწორედ ისეთ ფუნქციებზე, შესაძლებლობებსა და მახასიათებლებზეა გაკეთებული, რომლებიც თანამედროვე ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება. ახალ ფლაგმანს შეუძლია
გახდეს თქვენი თანაშემწე ყოველდღიური ამოცანების უფრო სწრაფად და ეფექტურად დაძლევაში. მომხმარებელი უფრო პროდუქტიული და წარმატებული გახდება, რადგან მას უფრო მეტი შესაძლებლობები ექნება ვიდრე სხვას. Galaxy Note 9 არის სმარტფონი მათთვის, ვისი სამსახურიც არ მთავრდება საღამოს 6 საათზე, ხოლო ცხოვრება არ მთავრდება საღამოს 9 საათზე. ამ სმარტფონის საშუალებით, შეგვიძლია, ვიმუშაოთ იქ, სადაც გვინდა, და გავერთოთ მაშინ, როცა გვინდა.

Galaxy Note 9 არის სამსუნგის პირველი სმარტფონი, რომლის საბაზისო მეხსიერება არის 128 GB (Galaxy Note9 32, ან 64 GB შიდა მეხსიერებით არ არსებობს). ეს სიახლე გამომდინარეობს თანამედროვე მოთხოვნებიდან. შიდა მეხსიერების დიდი რაოდენობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც უყვარს ბევრი სურათისა თუ ვიდეოს გადაღება. Galaxy Note 9-ს დღესდღეობით უმაღლესი ხარისხის 4K ვიდეოს გადაღება შეუძლია 60 კადრი/წამში სიჩქარით. იმ იშვიათი შემთხვევებისათვის, როდესაც 128 GB არ იქნება საკმარისი, არსებობს micro SD ბარათის დამატების შესაძლებლობა 512 GB-მდე, ასე რომ Galaxy Note 9-თან შეგიძლიათ დაივიწყოთ ყველანაირი შეზღუდვა.

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე Galaxy Note 9-ში არის საოცრად დიდი, 4,000 მილიამპერიანი აკუმულატორი, რომლის საშუალებითაც სმარტფონი მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს სრული დატვირთვით და არასდროს გვიღალატებს. ხანგრძლივ მუშაობას და საოცრად მაღალ წარმადობას ხელს უწყობს Samsung-ის ამ დროისათვის უძლიერესი ცენტრალური პროცესორი 10 ნანომეტრიანი Exynos 9810 Octa, რომელსაც აქვს გაგრილების ინოვაციური მექანიზმი და ფაქტობრივად არ ხურდება. ეს კი დადებითად აისახება, როგორც მუშაობის სისწრაფეზე, ასევე ენერგომოხმარებაზე.

Galaxy Note სერიის განუყრელი ატრიბუტი სენსორული კალამი S Pen კიდევ უფრო საინტერესო და გამოყენებადი გახდა. მისი საშუალებით შესაძლებელია უწვრილესი 0.7 მმ ხაზების გავლებაც კი. ის ძალიან მგრძნობიარეა და განარჩევს შეხების 4096 დონეს. რაც შეეხება ყველაზე საინტერესო ფუნქციას რაც დაემატა Galaxy Note 9-ის S Pen-ს - მისი საშუალებით უკვე შესაძლებელია სმარტფონის დისტანციურად მართვა, სურათების გადაღება 10-15 მეტრის მანძილიდან, პრეზენტაციის სლაიდების გადართვა, მუსიკის მართვა და კიდევ სხვა ფუნქციები. ეს Bluetooth ტექნოლოგიით არის შესაძლებელი, რომელიც S Pen-შია ინტეგრირებული.
Galaxy Note 9-ს აქვს უსაზღვრო ეკრანი. იგი იმდენად სრულყოფილია, რომ Mobile HDR Premium სერთიფიკატიც კი აქვს. სმარტფონის ეკრანის ფორმა 18.5:9-ზეა და შესაბამისად, ის მორგებულია თანამედროვე ფილმებზე, თამაშებსა და მაღალი ხარისხის ვიდეოებზე. Galaxy Note 9-ზე გამოსახულება გაიშლება მთლიანად, შავი ჩარჩოების გარეშე. შესაბამისად, Galaxy Note 9-ის 6.4'' ინჩიანი ეკრანი იდეალურია ნებისმიერი მულტიმედია კონტენტით მაქსიმალური სიამოვნების მიღებისათვის.

Galaxy Note 9 აღჭურვილია კამერით, რომელიც შთამბეჭდავი სურათებისა და ვიდეოების გადაღების საშუალებას გვაძლევს დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ყველაზე შთამბეჭდავი Galaxy Note 9-ის კამერაში მისი მოძრავი დიაფრაგმაა. (კამერის მოძრავი დიაფრაგმის ტექნოლოგია სმარტფონების ინდუსტრიაში მხოლოდ Samsung-ს აქვს). ამ უნიკალური ფუნქციის დახმარებით, თქვენ შეძლებთ გადაიღოთ მაქსიმალურად კონტრასტული და ნათელი სურათები.

Galaxy Note 9 აქვს მეორე ძირითადი კამერაც, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სურათის გადაღება ცოცხალი ფოკუსის რეჟიმით. ამ რეჟიმში ყურადღების ეპიცენტრში ექცევა მთავარი ობიექტი, ხოლო მისი ფონი და ყველაფერი დანარჩენი ხდება ბუნდოვანი. ეს ძალიან ეფექტურია და სურათს კიდევ უფრო მომხიბვლელს და დასამახსოვრებელს ხდის. მეორე კამერის დახმარებით ასევე შესაძლებელია კადრის 2-ჯერ ახლოს მოტანა ხარისხის დაკარგვის გარეშე, ანუ ოპტიკურად მოახლოება. ამის გაკეთება შესაძლებელია როგორც სურათის, ასევე ვიდეოს გადაღების დროს. Galaxy Note 9-ს შეუძლია გადაიღოს სუპერ შენელებული გადაღება 960 კადრი წამში სიჩქარით (Super Slow-Mo) და დრო 32-ჯერ შეანელოს. Galaxy Note 9 იღებს UHD გაფართოების ვიდეოს 60 კადრი წამში სიჩქარით, ან 30 კადრი წამში სიჩქარით ვიდეო სტაბილიზაციით.

არ დაგავიწყდეთ, რომ Galaxy Note 9 IP68 სტანდარტით წყალ და მტვერგამძლეა (30 წუთის განმავლობაში 1.5 მეტრ სიღრმეზე). თქვენ შეგიძლიათ ჩადოთ ის წყალში ან გადაიღოთ სურათები წყალქვეშ. 

Galaxy Note 9 გამოირჩევა უსაფრთხოების კუთხითაც. ის გვთავაზობს 4 სხვადასხვა მექანიზმით ერთდროულად სმარტფონის განბლოვკის შესაძლებლობას. შეგიძლიათ გამოიყენოთ პინ კოდი, თითის ანაბეჭდის სკანერი, სახის ამომცნობი სენსორი ან თვალის ფერადი გარსის სკანერი. 


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS