10 აგვისტო, 2018
"სხვა გზა და გამოსავალი აღარ რჩება" - ირინა სარიშვილს დახმარება სჭირდება
პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი 7-სულიანი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. ბოლო წლებში მან რამდენიმე პატარა იშვილა, რომლის აღზრდაც, ბუნებრივია, უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ მისმა მეგობრებმა სპეციალური ანგარიშის ნომერი შექმნეს, რომლის მეშვეობით შეძლებთ ირინა სარიშვილის დახმარებას.

"ამ კამპანიის დაწყება არ ყოფილა იოლი გადაწყვეტილება. განსაკუთრებული წინააღმდეგობა ამ იდეას თვითონ ირინასგან შეხვდა, მაგრამ სხვა გზა და გამოსავალი აღარ რჩება. არც ბიოგრაფიული დეტალებით შეგაწყენთ თავს და არც სოციალური მდგომარეობაზე დავწრილმანდებით. ბოლო 30 წელია ეს ადამიანი ჩვენ თვალწინ ცხოვრობს და რა პოლიტიკური
შეფასებაც არ უნდა გავაკეთოთ, ერთი რამ ცხადია, რომ ამ ქალს, ბევრ ჩვენთანგანზე მეტი აქვს გაღებული ამ ქვეყნისთვის.

ფაქტი ერთია, რომ შვიდ სულიანი ოჯახი, მათ შორის სამი, უნარ შეზღუდული ბავშვი, ნაქირავებ, პატარა ბინაში ცხოვრობს, რომლის შენახვაც, ფინანსურ სტრესად აწვება ისედაც ხელმოკლე ოჯახს.

მის მეგობრების წრეში გაჩნდა ამ კამპანიის იდეა, რომ დაგვეწყო ამ გზით ფონდების მოძიება, რათა შეგროვდეს ან იმდენი თანხა რომ პირველად შესატან რაოდენობას ეყოს, ან წარმატებული კამპანიის შემთხვევაში, ბინის ან თუნდაც კერძო სახლის, სადმე თბილისთან ახლოს შეძენა მოხერხედეს" - ნათქვამია ირინა სარიშვილის მეგობრების მიმართვაში. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
maka
რაც ამ ქალბატონმა გააკეთა ეს არის გმირობის ტოლფასი, სახემწიფო როგორ არ უნდა ეხმარებოდეს, მან ხომ რამდენი ბავშვი გააბედნიერა, ეს ძალიან რტულია, ძალიან ძლიერი პიროვნება უნდა იყო, რომ ასეთი სიკეთე აკეთო, გმერთმა მისცეს ძალა, ენერგია და შემოსავალი,
20:37 / 11-08-2018
გამოხმაურება / 0 /
moqalaqe
ძალიან გართულებული გაქვთ გადარიცხვის მექანიზმი,არავინ არ დაგიწერთ კარტის დებეტის ან კრედიტის ნომრებს,რა თქმა უნდა მრავალშვილიან დედას ეკუთვნის სახლი და მისაბაძია მისი მაგალითი,მილიონრებმა აიყვანონ უპატრონო ბავშვები რა მოხდება?
14:24 / 11-08-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS