"ამ კამპანიის დაწყება არ ყოფილა იოლი გადაწყვეტილება. განსაკუთრებული წინააღმდეგობა ამ იდეას თვითონ ირინასგან შეხვდა, მაგრამ სხვა გზა და გამოსავალი აღარ რჩება. არც ბიოგრაფიული დეტალებით შეგაწყენთ თავს და არც სოციალური მდგომარეობაზე დავწრილმანდებით. ბოლო 30 წელია ეს ადამიანი ჩვენ თვალწინ ცხოვრობს და რა პოლიტიკური
ფაქტი ერთია, რომ შვიდ სულიანი ოჯახი, მათ შორის სამი, უნარ შეზღუდული ბავშვი, ნაქირავებ, პატარა ბინაში ცხოვრობს, რომლის შენახვაც, ფინანსურ სტრესად აწვება ისედაც ხელმოკლე ოჯახს.
მის მეგობრების წრეში გაჩნდა ამ კამპანიის იდეა, რომ დაგვეწყო ამ გზით ფონდების მოძიება, რათა შეგროვდეს ან იმდენი თანხა რომ პირველად შესატან რაოდენობას ეყოს, ან წარმატებული კამპანიის შემთხვევაში, ბინის ან თუნდაც კერძო სახლის, სადმე თბილისთან ახლოს შეძენა მოხერხედეს" - ნათქვამია ირინა სარიშვილის მეგობრების მიმართვაში. განაგრძეთ კითხვა: