სალომემ კიდევ ერთხელ გააოცა თაყვანისმცემლები, მან სოციალურ ქსელში ბექა ჩხაიძის ქორწილში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისი ბრენდის "სალმანის" მიერ შექმნილი სამოსი აცვია და აშკარაა, რომ ის შესაშურ ფორმაშია.
"რა გოგო, რა კაბა", "სალომე, თქვენ აღარ ხუმრობთ", "რა სილამაზე ხარ", "რა დროს კაბაა, რა ვიდზე ხარ", "საოცარი, თვალწარმტაცი ხარ" - წერენ კომენტარებში.