09 აგვისტო, 2018
ქორწილია - ბექა ჩხაიძე ქორწილს ბათუმში იხდის (ფოტო)
მომღერალი ბექა ჩხაიძე კიდევ ერთხელ დაოჯახდა. მისი მეუღლე სტუდენტი ანი ჩხეიძე გახდა. წყვილმა დაახლოებით ერთი თვის წინ იქორწინა და როგორც ბექამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ეს მისთვის ბოლო ქორწინებაა.

"რაც კარგია, ყველაფერი აქვს ამ გოგოს, ჩემი ბარდღუნიაა. ანი ჩემი მეგობრის მეუღლის დაბადების დღეზე გავიცანი. აჭარაში გადაუხადა ჩემმა მეგობარმა მეუღლეს დაბადების დღე და იქ ვიყავით ერთად. ყველაფერს იქიდან ჩაეყარა საფუძველი. ყველა ერთად წავედით და იქვე, გზიდანვე დავადგი კნეინას თვალი. რომ დავინახე, ვიფიქრე, ეს ამდენ ხანს როგორ ვერ
შევამჩნიე-მეთქი. მთელი გზა ვგეგმავდი ურთირთობას. მერე, დაბადების დღეზე წავიდა გულაობა, სიმღერები და შეუმჩნევლად შემოვაცვი ჩემი ჯაჭვის პერანგი", - განაცხადა ბექამ ჟურნალ "თბილისელებისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ბექამ ინტერვიუში იმაზეც ისაუბრა, რატომ დააჩქარა ანისთან ქორწინება.

Rating

"ჩვენი დაოჯახება ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო. სექტემბერში ვაპირებდით დაქორწინებას – ხელის თხოვნით და ოფიციალურად, მაგრამ ისე მოხდა, რომ უცებ გადავწყვიტეთ, ეს ამბავი არც ერთს არ გვქონდა დაგეგმილი. არც ვამბობდით, რომ შეყვარებულები ვიყავით და უკვე ისეთი თემა იყო, რომ ვიღაცას რაღაც ენები მიაქვს, ვითომ კეთილისმსურველები რომ არიან, სხვების ბედნიერებაზე რომ გულზე სკდებიან, უკვე იმდენი დაგროვდა, რომ ამოვიდა ყელში. ყველაზე მეტად „კეთილისმსურველები“ აბობოქრდნენ, ვითომ კარგის „პონტში“, სინამდვილეში, საქმეს რომ აფუჭებენ. თაკო დოლაბერიძესთან ვსადილობდით „ორანჟერეაში“ და ანის ვუთხარი, მათ რა დალევთ, მოდი, წავიდეთ-მეთქი და ბათუმში წამოვედით. მშობლებთან ცუდად გამოვიდა, რაღა დროს ჩვენი გაპარვაა. ამ მხრივ, ძალიან მტკივა გული. ჯობდა, ოფიციალურად გაგვეკეთებინა, მაგრამ არ მოისვენეს „კეთილისმსურველებმა“, იმდენი გამოჩნდა, რომ გავგიჟდი. ასე უცებ გადაწყვეტილი მერე უკეთ ლაგდება".

ანი და ბექა ქორწილს ბათუმში იხდიან, სადაც თბილისიდან უამრავი სტუმარი ჩავიდა და სოციალურ ქსელში ქორწილის პირველი ფოტოც გავრცელდა.

შეგახსენებთ, ბექა ჩხაიძე წარსულში ორჯერ იყო დაქორწინებული, პირველი ქორწინებიდან მას ქალიშვილი ჰყავს. უყვარდა ეკო ფანგანი და ნათია ჩხარტიშვილი, მაგრამ ოჯახი არ შეუქმნიათ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
შაკო
მაგარი სლე როჟაა
12:30 / 13-08-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინია
ამ ტიპის სასიყვარულო ინტრიგებს რა გამოლევს.. "შეყვარებულთა სიას აკლია ლიკა თორია და თეონა ჯაფარიძე
16:31 / 10-08-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS