ხალხისთვის საყვარელი ტელეწამყვანი, შეიძლება ითქვას, ფოტოებზე ანათებს. "რეიტინგი" დაინტერესდა, ვის ქორწილში იყო, საკუთარ თანამშრომლებთან ერთად მაია ასათიანი და გაირკვა, რომ მისი და გათხოვდა.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მაია ასათიანის დის ქმარი გერმანელი მამაკაცია, რომელიც საყვარელი ქალისთვის ხელის სათხოვნელად თბილისში ჩამოვიდა.
მაია ასათიანის დამ ნანამ ქორწილი კრწანისის რეზიდენციაში გადაიხადა, რომელსაც ორგანიზება დაქირავებულმა ივენთ-კომპანიამ "ლაფეტ"-მა გაუწია. საღამოს მუსიკალურად მარიტა როხვაძე აფორმებდა.