06 აგვისტო, 2018
"მეხი დაეცა ჩვენს სასტუმროს, აგვიფეთქდა ტექნიკა" - რა შეემთხვა სტეფანეს ბათუმში
სტეფანე მღებრიშვილი სამ აგვისტოს იუბილარი იყო. მომღერალმა საკუთარ დაბადების დღეზე ბათუმში კონცერტის ჩატარება გადაწყვიტა, მართალია, კონცერტის ჩატარების წინ, უამრავი პრობლემა შეიქმნა, თუმცა, მან საკუთარ თაყვანისმცემლებს დაუვიწყარი საღამო აჩუქა, რაზეც ახლა მთელი სოციალური ქსელი ლაპარაკობს. კონცერტის დასრულების შემდეგ, სტეფანემ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა.

„საიდან დავიწყო არ ვიცი. მაგრამ სატვირთო მანქანებით ჩავიტანეთ (უცხოელ არტისტებზე რომ აპრატურა დადის იმდენი) სცენა, ხმა , განათება... და რადგან ვიცოდი რომ დიდი სივრცე იყო, პირველად ჩემს კონცერტზე დავამონტაჟეთ ეკრანები , შორს მდგომი
ადამიანებისთვის , რომ კარგად დაენახათ და დამატებით კონცერტის გადასაღებად დავიქირავეთ ოპერატორები, დრონები ( მხოლოდ კონცერტის მსვლელობის დროს გადაღებისთვის) დაახლოვებით 40 ადამიანი ჩავედით , ბენდის ჩათვლით და უნდა ყოფილიყო ყველაზე მასშტაბური კონცერტი , რაც ოდესმე მქონია. რადგან გამოცდილი ხალხი ვიყავით , პირველ აგვისტოს ყველაფერი იყო ადგილზე...

Rating

სექტორ 26 ხელმძღვანელობას არაფერზე უკან არ დაუხევია და ყველაფერი გააკეთეს იმდენად მაგრა, მეტი რომ არ შეიძლებოდა! მოკლედ სამივე დღე ყველა აწყობის დროს , კოკისპირულად წვიმდა, ვჩერდებოდით და დღემდე ესე ძლივს მოვედით.

ჩემი უძილო დილა დაიწყო იმით, რომ მეხი დაეცა ჩვენს სასტუმროს და მასე გავიღვიძე! შემდეგ ყველა მეხის ჩამოვარდნაზე ნერვიულობისგან ვხტუნაობდი და დადგა საუნდჩექის დროც. ავედით , შევამოწმეთ ყველაფერი და უცებ ისეთი შტორმი დაიწყო და სამივე მხრიდან სცენაზე წვიმა ასხავდა, პირველად ვნახეთ, აგვიფეთქდა მთელი ნაშრომი, ტექნიკა ( გადავრჩით რომ არავინ არ დაამიწა ადგილზე) და ყოველ სიმღერაზე გასწორებული შუქი, წყალმა წაიღო... ყველაფერი რომ განადგურდა , ცა მოიწმინდა და ვითომ არაფერი არ მომხდარა ( ხო, კიდე სცენაც მიწაში ჩავიდა, ისეთი ხდებოდა) , რომ გამოიდარა, ნელნელა ხალხმა დაიწყო მოსვლა და მივხვდით რომ ის ორი დინამიკი რაც ბართან იდგა და სამი ნათურა რაც ეკიდა ... მანდ თუ არ ჩავატარებთ კონცერტს , დარხეული გვაქვს. 

Rating

არ ვიცი ჯეოვოისის ბიჭებს მადლობა როგორ გადავუხადო , სამი დღე რომ იმ წვიმაში, მუდმივ რეჟიმში არ ეძინათ და შეაკლეს თავი, ეს ყველაფერი შიდა უპატარავეს სცენაზე როგორ ააწყვეს და გვაჯი მართლა რომ გენიოსია , იმ აპარატურაზე , საუნდ ჩეკის გარეშე როგორ დააყენა ხმა, მაგრამ ფაქტია... კონცერტი ისე ჩატარდა , ყველა ბედნიერი იყო! არც სცენაზე არც სექტორში , გასანძრვი ადგილი არ იყო, მაგრამ ერთმანეთის სიყვარულში მაგას ერქვა. საოცარი და დაუვიწყარი დრო გავატარეთ.

მადლობებს აღარ დავიწყებ, ეგ გასაგებია სექტორიდან და მათი სტაფიდან დაწყებული, ჯეოვოისის ბიჭებით ( ჩემი უსაყვარლესი ძმები!) ჩვენი მუსიკოსებით და მომღერლებით და ყველაზე მთავარი იმ ულამაზესი ხალხით, რომლებმაც დაიკიდეს ფორსმაჟორი და აქეთ მაგულავეს.... ერთი ბრძნული დასკვნა გამოვიტანე: როგორც მეკიდა მთელი ცხოვრება ჩემი დაბადების დღე, ისე უნდა მეკიდოს მუდამ! და არც არასდროს არ უნდა აღვნიშნო ( რამდენჯერაც ვცადე, მივხვდი რომ ჩემი არარის) უბრალოდ ძალიან იღბლიანი ვარ და ამჯერადაც გადავრჩი. ერთი დადებითი აქვს, თქვენგან ამდენ სითბოს და სიყვარულს რომ ვღებულობ. თორემ სულ ვიცოდი რომ არაფერი განსაკუთრებული არ ვარ, ჩემს დაბადებას რომ აღვნიშნავდე. ერთი ჩვეულებრივი , უზომოდ ბედნიერი ადამიანი ვარ! დიდი მადლობა!“ - წერს სტეფანე. 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
სუზი
გაიხარე სტეფანე, კარგი ადამიანი ხარ. იცოცხლე დიდხანს ბედნიერად.
01:14 / 08-08-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS