05 აგვისტო, 2018
სალომე ზურაბიშვილის ვაჟი დაქორწინდა - ულამაზესი ქორწილი ყაზბეგში (ფოტო)
სალომე ზურაბიშვილის ვაჟის ულამაზესი ქორწილი ყაზბეგში გაიმართა
გუშინ ყაზბეგში გაიმართა სალომე ზურაბიშვილის ვაჟის ულამაზესი ქორწილი, რომელსაც უამრავი ფრანგი სტუმარი და ცნობილი ქართველები ესწრებოდნენ...

ქალბატონმა სალომემ ქორწილის ამსახველი ფოტოები და ვიდეო გაავრცელა. ასევე გაასაჯაროვა ქორწილის ფოტოები ნიკუშა შენგელაიას მეუღლემ – ეკა ჭიჭინაძემ. იგი ქორწილით გამოწვეულ აღფრთოვანებას გამოხატავდა... თავისი შთაბეჭდილება ჩვენც გაგვიზიარა:

- ქორწილი იყო ძალიან ლამაზი და მხიარული, ქართული წესებით. ფრანგები აღფრთოვანებული იყვნენ საქარათველოს ბუნებით და ძალიან მოეწონათ ქართული ტრადიციები! ჩოხები ძალიან უხდებო
დათ!… სალომე ძალიან ბედნიერი და გახარებულია! პატარძალი – კონსტანსა – ფრანგი ფრანგია, – ასე ეძახდა ნამდვილ
ფრანგებს ხუმრობით სალომეს დედა, ქალბატონი – ზეინაბ კეიდია... წყვილმა ჯვარი ყაზბეგში, გერგეთზე დაიწერა. პარიზელმა და ქართველმა მამაოებმა დაწერეს ჯვარი... 

როგორც ცნობილია, ქალბატონი სალომეს შვილები - ქალ-ვაჟი, ქეთევან და თემურ გურჯისტანები, საფრანგეთში, პარიზში გაიზარდნენ. იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა მათი დედა, ქართველი ემიგრანტების ოჯახში... ქალბატონ სალომეს შვილები პირველ მეუღლესთან შეეძინა. ისინი გამართულად საუბრობენ ქართულად.

"მყავს ვაჟი თემური და გოგონა ქეთევანი. თემურიც დიპლომატიურ გზას გაჰყვა. ნიუ-იორკში ცხოვრობს და გაეროს მისიაში მუშაობს. ქალიშვილმა კი ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი ოცნება აისრულა - პარიზში, ფრანგულ საერთაშორისო ორენოვან ტელევიზიაში მუშაობს. საინფორმაციო გამოშვებისთვის სიუჟეტებს ამზადებს და სპორტული ნაწილის წამყვანია...", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

დაათვალიერეთ ქორწილის ფოტოები და ვიდეო mshoblebi.ge-ზე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS