03 აგვისტო, 2018
ქართული ბომონდი ამერიკელი მილიონერის ქორწილში - ქართულ-ამერიკული ქორწილის დეტალები
ბოლო დროს არა ერთი ქართველი ქალი აკეთებს არჩევანს უცხოელ მამაკაცზე. ჩვენი ყურადღება ამჯერად ქეთი ქართველიშვილის და ამერიკელი მამაკაცის ჯეიმ ვალტმანის წყვილმა მიიქცია.

მათ ქორწილი გადაიხადეს კახეთში, სადაც უამრავმა სელებრითმა მოიყარა თავი. სტუმრებს შორის იყვნენ ლელა კილაძე, სოფია ნიჟარაძე, ლელა წურწუმია და სხვა ცნობილი სახეები.

მოკლედ, ქართველმა პატარძალმა საკუთარ ქორწილში ნამდვილი ვარსკვლავთცვენა მოაწყო.

Rating

ხელის მოწერის ცერემონიალი ღია ცის ქვეშ შედგა, შემდეგ სტუმრებმა ულამაზესად გაფორმებულ დარბაზში გადაინაცვლეს. დარბაზში ჯერ ქართული ნაციონალური ცეკვები შესრულდა, შემდეგ კი ქართული ესტრადის სახეებმა
იმღერეს.

Rating
Rating
Rating

ქეთი ქართველიშვილი მრავალი წელია ამერიკაში ცხოვრობს და მომავალი მეუღლეც სწორედ იქ გაიცნო. როგორც "რეიტინგს" წყვილის მეგობარმა განუცხადა, ჯეიმს ვალტმანი მილიონერია, რომელიც საქართველოში ქორწილის გადახდას სიამოვნებით დათანხმდა.

საქორწინო სუფრის თამადა დიზაინერი და შოუმენი ზალიკო ბერგერი იყო.

ქეთი ნიკოლაიშვილი ადრე იყო დაქორწინებული, თუმცა, ეს ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა.

Rating
Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
gela
მდააა
15:26 / 17-09-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS