მათ ქორწილი გადაიხადეს კახეთში, სადაც უამრავმა სელებრითმა მოიყარა თავი. სტუმრებს შორის იყვნენ ლელა კილაძე, სოფია ნიჟარაძე, ლელა წურწუმია და სხვა ცნობილი სახეები.
მოკლედ, ქართველმა პატარძალმა საკუთარ ქორწილში ნამდვილი ვარსკვლავთცვენა მოაწყო.
ხელის მოწერის ცერემონიალი ღია ცის ქვეშ შედგა, შემდეგ სტუმრებმა ულამაზესად გაფორმებულ დარბაზში გადაინაცვლეს. დარბაზში ჯერ ქართული ნაციონალური ცეკვები შესრულდა, შემდეგ კი ქართული ესტრადის სახეებმა
ქეთი ქართველიშვილი მრავალი წელია ამერიკაში ცხოვრობს და მომავალი მეუღლეც სწორედ იქ გაიცნო. როგორც "რეიტინგს" წყვილის მეგობარმა განუცხადა, ჯეიმს ვალტმანი მილიონერია, რომელიც საქართველოში ქორწილის გადახდას სიამოვნებით დათანხმდა.
საქორწინო სუფრის თამადა დიზაინერი და შოუმენი ზალიკო ბერგერი იყო.
ქეთი ნიკოლაიშვილი ადრე იყო დაქორწინებული, თუმცა, ეს ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა.