03 აგვისტო, 2018
"Mini miss & mister international”-ის გამარჯვებული საქართველო გახდა
ტაილანდში ჩატარდა სილამაზის კონკურსი „ Mini miss & mister international”-ი, სადაც საქართველოდან ორი მოდელი მონაწილეობდა.
კონკურსზე წელს ჩვენი ქვეყნის სახელით, სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელები, ნიკოლოზ ბერძენიშვილი და ანასტასია ბაკურიძე მონაწილეობდნენ.

კონკურსი წელს უკვე მე-18 ჩატარდა და მასში 70 ქვეყანა მონაწილეობდა.

პატარებმა სხვადასხვა ტურში სცადეს საკუთარი თავის წარმოჩენა, მათ შორის - ნაციონალურ სამოსში, კონკურსის გამარჯვებული წელს ქართველი ბავშვები გახდნენ.

ანასტასიას ჩაცმულობაზე დიზაინერმა ფატუნა ბუშიჰედმა, ხოლო ნიკოლოზის სამოსზე ნანა მელქაძის სამოდელო სახლმა იზრუნა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ კონკურსის
გამარჯვებული წელს პირველად გახდა და ორივე გრან-პრი ქართველებმა მოიპოვეს.


Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS