03 აგვისტო, 2018
საქართველოს სიყვარული ეს არის - ქართველი ქმრის შემდეგ, ვერა ბრეჟნევამ ჩაცმულობა ქართველ დიზაინერს ანდო
რამდენიმე დღის წინ, ბაქოში ჩატარდა მუსიკალური ფესტივალი "ჟარა", სადაც სტუმრები საქართველოდან იმყოფებოდნენ.
მუსიკალური ფესტივალი "ჟარა" მელაძეების ოჯახის გარეშე წარმოუდგენელია.

ამიტომ საღამოს ძმები მელაძეებიც ესწრებოდნენ ცოლებთან ერთად.

კონსტანტინე მელაძის ცოლი, "ვიაგრას" წევრი ვერა ბრეჟნევა წითელ ხალიჩაზე თამამი კაბით გამოცხადდა.

Rating

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ექმნებოდა თუ არა მას მეუღლესთან თამამი ჩაცმულობის გამო კონფლიქტი, რაზეც მომღერალმა უპასუხა, რომ ის მეუღლესთან შეთანხმებით იმოსება.

რაც შეეხება თავად შავ კაბას, რომელიც ვერას წითელ ხალიჩაზე ეცვა, ის ლონდონში მცხოვრებმა და მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა დავით
კომამ შექმნა.

ფოტო დიზაინერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS