14 თებერვალი, 2014
დაპირისპირება გრძელდება - ''ხატია სიჭინავას დასაცინი რა მჭირს''
ნინა ჟიურიში იჯდა, ხატია - მაყურებელთა რიგებში. დაპირისპირებული ''ვარსკვლავები'' სათოფეზე არ მიჰკარებიან ერთმანეთს ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა გუშინ ნინა წკრიალაშვილის უყურადღებობამ გააღიზიანა და ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა - ''გახსნილი მტრობა ბევრად საინტერესოა, მეცოდინება მაინც, მივესალმო თუ არა ''ზვეზდებს'', რომლებიც ზუსტად ვიცი, ვერ მიტანენ. მადლობა პირდაპირობისთვის''. - როგორც გავარკვიეთ ნინა ხატიას არ მიესალმა და ტელეწამყვანიც ამან გააღიზიანა.

გუშინ ''მისტერ ვალენტინზე'' გახლდით, სადაც ნინაც და ხატიაც საპატიო სტუმრებად იყვნენ მიწვეულნი. ნინა ჟიურიში იჯდა, ხატია - მაყურებელთა რიგებში.
დაპირისპირებული ''ვარსკვლავები'' სათოფეზე არ მიჰკარებიან ერთმანეთს. ტელეწამყვანმა ღონისძიება დამთავრებამდე დატოვა. მე დრო ვიხელთე და ნინას მომხდარზე კომენტარი ვთხოვე.

- ნინა, დღეს ხატია სიჭინავას სტატუსი თუ ნახე ''ფეისბუქზე''?
- არა.
- შენ შესახებ წერდა, არ მისალმებიხარ.
- მართალია, დღეს გადაცემა ''პროფილის'' ჩაწერაზე ვნახე და არ მივესალმე.
- რატომ?
- ამასწინათ, სწორედ ფეისბუქზე ვიღაცის სტატუსის ქვეშ მლანძღა. ვინც მლანძღავს, მერე რატომ მესალმება ვერ ვხვდები. ამიტომაც არ მივესალმე. ასე მერჩივნა, პირდაპირ, ვიდრე მივსალმებოდი და როგორ ხარ ჩემო საყვარელო-მეთქი, მეთქვა, მისთვის ჩვეული სტილით. ადამიანი, რომელიც ასე სახალხოდ მლანძღავს, რატომ უნდა გამოთქვამდეს პრეტენზიას ჩემს ''ნივიჟუზე''? რა ეგონა, ბრმა ვარ? ვერ ვნახავდი?
- კონკრეტულად რა სტატუსის ქვეშ გაგლანძღა და რა ფორმით?
- ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ რომ მლანძღა და დამცინა, ეს კარგად მახსოვს. ხატია სიჭინავას დასაცინი რა მჭირს? იცი რა, რაც დრო გადის, ვფილტრავ ხალხს ჩემი ცხოვრებიდან. ბევრი ნაგავი არ არის საჭირო ჩემს ცხოვრებაში. ისედაც ყველგან ნეგატივს ვხედავთ. ვცდილობ, მხოლოდ პოზიტივი დავიტოვო.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 48 /
კეკელა
სიჭინავა კი არა პროჭინავაა.ბაბაიგა სტრაშნაია
15:45 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
კარატე
ხატიას ბუნებრივ ჩამოდრუნჩულ ტუჩებს ნინას პლასტიკური თუ უპლასტიკურო სახე ჯობია.რასა გავს ეგ ხატია თუ დრუნჩიაააა ვინ გაასაღა
15:44 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მიშა
ხალხო,კარგით რა... ხატიას ასე დზაან ნუ გალანდზხავტ.ის არაჩვეულებრიბი ადამიანია...
15:39 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
X-ს
ასაკოვანი კაცი კი არა ასაკოვანი სოფლის ჭორიკანა დედაკაცი ხარ ნაღდია.ფუი შენს კომენტარს და შენს კაცობას
15:37 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ორივე დასაცინი რომ ხართ, ვერ ხვდებით? თუ არ გინდათ მიხვდეთ...............
15:36 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მარტისა
მე კიდევ ის მიკვირს ნინას პლასტიკურები რატომ აღიზიანებთ,ილანძღებიან და იბოღმებიან. უხდება თუ არ უხდება თავის სხეულზე გაიკეთა გოგომ.საკუთარ თავზე ან ტანზე რასაც მინდა იმას გავიკეთებ და მე თუ ამით კმაყოფილი ვიქნები სხვები რა პროჭზე იხევიან.ესეც ვიღაცის ქმრის ართმევა დაა ახევა ხომ არაა.და შენ კიდევ ასაკოვანი კაცი ვარო,სხვა საქმე არა გაქვს ,კომპუტერსი ქალებზე ჭორაობ.
15:35 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გია
ინგას ვეთანხმები,მოსი კომენტარი სრული სიმართლეა.
14:32 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ინგა
ბოღმა დაგახრჩობთ გოგოებო. რა გაგიკეთებიათ იმის ფასი, რომ ასე იპყრობთ ხალხის ყურადღებას? უმჯობესია, თქვენი ნიჭი აჩვენოთ ხალხს, თუ რამე შეგიძლიათ. მაგრამ შემოქმედებით რომ ვერ მიიპყარით ხალხის ყურადღება, სხვა მარტივი გზა გამონახეთ, ლანძღვა-გინებას დიდი ნიჭი არ სჭირდება.
13:52 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS