14 თებერვალი, 2014
დაპირისპირება გრძელდება - ''ხატია სიჭინავას დასაცინი რა მჭირს''
ნინა ჟიურიში იჯდა, ხატია - მაყურებელთა რიგებში. დაპირისპირებული ''ვარსკვლავები'' სათოფეზე არ მიჰკარებიან ერთმანეთს ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა გუშინ ნინა წკრიალაშვილის უყურადღებობამ გააღიზიანა და ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა - ''გახსნილი მტრობა ბევრად საინტერესოა, მეცოდინება მაინც, მივესალმო თუ არა ''ზვეზდებს'', რომლებიც ზუსტად ვიცი, ვერ მიტანენ. მადლობა პირდაპირობისთვის''. - როგორც გავარკვიეთ ნინა ხატიას არ მიესალმა და ტელეწამყვანიც ამან გააღიზიანა.

გუშინ ''მისტერ ვალენტინზე'' გახლდით, სადაც ნინაც და ხატიაც საპატიო სტუმრებად იყვნენ მიწვეულნი. ნინა ჟიურიში იჯდა, ხატია - მაყურებელთა რიგებში.
დაპირისპირებული ''ვარსკვლავები'' სათოფეზე არ მიჰკარებიან ერთმანეთს. ტელეწამყვანმა ღონისძიება დამთავრებამდე დატოვა. მე დრო ვიხელთე და ნინას მომხდარზე კომენტარი ვთხოვე.

- ნინა, დღეს ხატია სიჭინავას სტატუსი თუ ნახე ''ფეისბუქზე''?
- არა.
- შენ შესახებ წერდა, არ მისალმებიხარ.
- მართალია, დღეს გადაცემა ''პროფილის'' ჩაწერაზე ვნახე და არ მივესალმე.
- რატომ?
- ამასწინათ, სწორედ ფეისბუქზე ვიღაცის სტატუსის ქვეშ მლანძღა. ვინც მლანძღავს, მერე რატომ მესალმება ვერ ვხვდები. ამიტომაც არ მივესალმე. ასე მერჩივნა, პირდაპირ, ვიდრე მივსალმებოდი და როგორ ხარ ჩემო საყვარელო-მეთქი, მეთქვა, მისთვის ჩვეული სტილით. ადამიანი, რომელიც ასე სახალხოდ მლანძღავს, რატომ უნდა გამოთქვამდეს პრეტენზიას ჩემს ''ნივიჟუზე''? რა ეგონა, ბრმა ვარ? ვერ ვნახავდი?
- კონკრეტულად რა სტატუსის ქვეშ გაგლანძღა და რა ფორმით?
- ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ რომ მლანძღა და დამცინა, ეს კარგად მახსოვს. ხატია სიჭინავას დასაცინი რა მჭირს? იცი რა, რაც დრო გადის, ვფილტრავ ხალხს ჩემი ცხოვრებიდან. ბევრი ნაგავი არ არის საჭირო ჩემს ცხოვრებაში. ისედაც ყველგან ნეგატივს ვხედავთ. ვცდილობ, მხოლოდ პოზიტივი დავიტოვო.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 48 /
მარი
ტქვენ ხომ მეცოდებიტ და ვისტვისაც ვარსკვლვები ხარტ ისინი ხომ საერტოდ...
19:16 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გვანცა
ყველა თბილისელობას იბრალებს..ვერ ვხვდები სირცხვილია ის რომ ნინა გორიდან არის?რა საჭიროა ასეთი ბოღმა?..სირცხვილია ხალხო თქვენი ასეთი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ..რა მნიშვნელობა აქვს ვინ საიდან არის..თუ თბილისის შესასვლელში აწერია რომ აქ მხოლოდ თბილისში დაბადებული და გაზრდილები უნდა ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ და რაიონიდან ვინც არის მათთვის შესვლა აკრძალულია?
18:50 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
უკაცრავად და თქვენ სადაური ბრძანდებით, გორს რომ ასეთ კონტექსტში მოიხთსენიებთ?
18:20 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ნინა უმაგრესი ხაარ,დაგეჯიბროს ყველაა
18:16 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ხატია
შენ კიდევ თბილისში ხარ? გორში არ წასულხარ?
18:14 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანი
სირცხვილია გოგონებო,ღირსება შეინარჩუნეთ . ასეთი საუბარი არ გეკადრებათ.
17:09 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თამო13
მართალია და იმიტო მიყვარს ძაან მაგრად ეს გოგო მიუხედავდ იმისა რომ არ ვიცნობ, ასეთი პირდაპირი სამართლი ადამიანია, თუკი ჭორაობს რაღას უძვრება საღოლ ნინააააააააააა ძაან მაგარი ხარ !!!!!!!!!!!
17:02 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ციი
მართალია ნინიიიი 100%
16:28 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლუკას
შენ კიდევ მაღალი დონის შეხედული ჭორიკანა კაცი ხარ
16:07 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლუკა
ორივე მდაბიო დაბალი დონის განუვითარებელი დედაკაცები ხართ რაც მთავარია ორივე შეუხედავი.
15:48 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS