14 თებერვალი, 2014
დაპირისპირება გრძელდება - ''ხატია სიჭინავას დასაცინი რა მჭირს''
ნინა ჟიურიში იჯდა, ხატია - მაყურებელთა რიგებში. დაპირისპირებული ''ვარსკვლავები'' სათოფეზე არ მიჰკარებიან ერთმანეთს ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა გუშინ ნინა წკრიალაშვილის უყურადღებობამ გააღიზიანა და ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა - ''გახსნილი მტრობა ბევრად საინტერესოა, მეცოდინება მაინც, მივესალმო თუ არა ''ზვეზდებს'', რომლებიც ზუსტად ვიცი, ვერ მიტანენ. მადლობა პირდაპირობისთვის''. - როგორც გავარკვიეთ ნინა ხატიას არ მიესალმა და ტელეწამყვანიც ამან გააღიზიანა.

გუშინ ''მისტერ ვალენტინზე'' გახლდით, სადაც ნინაც და ხატიაც საპატიო სტუმრებად იყვნენ მიწვეულნი. ნინა ჟიურიში იჯდა, ხატია - მაყურებელთა რიგებში.
დაპირისპირებული ''ვარსკვლავები'' სათოფეზე არ მიჰკარებიან ერთმანეთს. ტელეწამყვანმა ღონისძიება დამთავრებამდე დატოვა. მე დრო ვიხელთე და ნინას მომხდარზე კომენტარი ვთხოვე.

- ნინა, დღეს ხატია სიჭინავას სტატუსი თუ ნახე ''ფეისბუქზე''?
- არა.
- შენ შესახებ წერდა, არ მისალმებიხარ.
- მართალია, დღეს გადაცემა ''პროფილის'' ჩაწერაზე ვნახე და არ მივესალმე.
- რატომ?
- ამასწინათ, სწორედ ფეისბუქზე ვიღაცის სტატუსის ქვეშ მლანძღა. ვინც მლანძღავს, მერე რატომ მესალმება ვერ ვხვდები. ამიტომაც არ მივესალმე. ასე მერჩივნა, პირდაპირ, ვიდრე მივსალმებოდი და როგორ ხარ ჩემო საყვარელო-მეთქი, მეთქვა, მისთვის ჩვეული სტილით. ადამიანი, რომელიც ასე სახალხოდ მლანძღავს, რატომ უნდა გამოთქვამდეს პრეტენზიას ჩემს ''ნივიჟუზე''? რა ეგონა, ბრმა ვარ? ვერ ვნახავდი?
- კონკრეტულად რა სტატუსის ქვეშ გაგლანძღა და რა ფორმით?
- ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ რომ მლანძღა და დამცინა, ეს კარგად მახსოვს. ხატია სიჭინავას დასაცინი რა მჭირს? იცი რა, რაც დრო გადის, ვფილტრავ ხალხს ჩემი ცხოვრებიდან. ბევრი ნაგავი არ არის საჭირო ჩემს ცხოვრებაში. ისედაც ყველგან ნეგატივს ვხედავთ. ვცდილობ, მხოლოდ პოზიტივი დავიტოვო.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 48 /
ვიკა
არც ერთია ანგელოზი და არც მეორე....ცუდი და კარგი ყველგანააა
23:15 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკატერინე
ხატიასგან სულ პოზიტივი და დადებითი მოდის, სულ სიყვარულს ღაღადებს და ნინასი გამკვირვებია... ალბათ პიარისთვის სჭირდება...
23:05 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ელი
ამ ხალხს მეტი საქმე არ აქვს ერთმანეთი რომ არ ლანძღოს? რამდენი ბოღმა და სიბოროტეა... ღმერთო ჩემო...
22:52 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინია
ორივე ერთნაირი მდაბიო, უნიჭო და არარაობაა
22:02 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ვაი ვაი გორს რას ერჩი
ვერ გავიგე ხატიას აქვს ბუნებრივი ტუჩები??? დაიბერა წლების წინ რა ბუნებრივი არა იხვი. მეორეც გორი რას ნიშნავდა? ვითომ თბილისელო თხებო აკოცეთ გორელებს ტაკუცუნებში. რა პონტია აქ გორი ან ხონი? ადამიანობაა მთავარი. კარგი დ. ნაგავი ყველგანააა. მე ბანძ ქალ ხატიას ნინა მირჩევნია. ჯერ ფეისბუკზე შეგვცა თავის ორსულობით ახლა მოცლილია ალბათ და ინტრიგებს ხლართავს ფუფ
21:45 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ამ წკრიალაშვილის ნამღერი გახსოვთ ვინმეს, ან ღირსების ორდენი რაში მისცა მიშამ? შეიძლება კარგი ადამიანია, მაგრამ ამდენი ნიჭიერი და ღვაწლმოსილი ადამიანების ფონზე ნინაც და ხატიაც სასაცილოები არიან. ტელევიზორის ჩართვა აღარ მოგინდება, ყველგან წკრიალაშვილია გაჩხერილი, განა იმიტომ რომ მართალა რამეს წარმოადგენს, არამედ იმიტომ რომ ნაცების დაქალია, იქ კი მისი მეგობრები მუშაობენ.
21:13 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთო
ნინას სტუდია მაინც აქვს საკუთარი და სხვებს ეხმარება სიმღერების ჩაწერაში და ბოდიშით და ხატია რომელი არხის ტელეწამყვანია????? ღმერთს მადლობა უთხრას ყოველ დილით, რომ გაუმართლა და ოჯახი აქვს.. ზოგს ჰგონია, ღირსი ვიყავიო – დაანებოს სხვების ლანძღვას თავი...
20:23 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკო
დასაცინი კი არა არ უნდა არსებობდე საერთოდ.ხალხს თავს ნუ ამეტებ არარაობავ.
20:10 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფლელი
თბილისელი რას ნიშნავს რძეს შარდავს???
19:33 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
უტკა
მიყვარს ნინა,ერტმანეთს გულს რო ვტკენთ ეს არ მიყვარს მე(((
19:19 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS