გუშინ ''მისტერ ვალენტინზე'' გახლდით, სადაც ნინაც და ხატიაც საპატიო სტუმრებად იყვნენ მიწვეულნი. ნინა ჟიურიში იჯდა, ხატია - მაყურებელთა რიგებში.
- ნინა, დღეს ხატია სიჭინავას სტატუსი თუ ნახე ''ფეისბუქზე''?
- არა.
- შენ შესახებ წერდა, არ მისალმებიხარ.
- მართალია, დღეს გადაცემა ''პროფილის'' ჩაწერაზე ვნახე და არ მივესალმე.
- რატომ?
- ამასწინათ, სწორედ ფეისბუქზე ვიღაცის სტატუსის ქვეშ მლანძღა. ვინც მლანძღავს, მერე რატომ მესალმება ვერ ვხვდები. ამიტომაც არ მივესალმე. ასე მერჩივნა, პირდაპირ, ვიდრე მივსალმებოდი და როგორ ხარ ჩემო საყვარელო-მეთქი, მეთქვა, მისთვის ჩვეული სტილით. ადამიანი, რომელიც ასე სახალხოდ მლანძღავს, რატომ უნდა გამოთქვამდეს პრეტენზიას ჩემს ''ნივიჟუზე''? რა ეგონა, ბრმა ვარ? ვერ ვნახავდი?
- კონკრეტულად რა სტატუსის ქვეშ გაგლანძღა და რა ფორმით?
- ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ რომ მლანძღა და დამცინა, ეს კარგად მახსოვს. ხატია სიჭინავას დასაცინი რა მჭირს? იცი რა, რაც დრო გადის, ვფილტრავ ხალხს ჩემი ცხოვრებიდან. ბევრი ნაგავი არ არის საჭირო ჩემს ცხოვრებაში. ისედაც ყველგან ნეგატივს ვხედავთ. ვცდილობ, მხოლოდ პოზიტივი დავიტოვო.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















