21 მაისი, 2013
როდის გაიცნო პრეზიდენტის პაროდისტმა ვანო მერაბიშვილი
იმ დღეს ვნახე ლაივში და ეგ ფოტოც არ მომწონს, საკმაოდ ცუდად გამოვიყურები. პრეზიდენტის პაროდისტის, ქართლოს ნატროშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე ერთი საინტერესო ფოტო აღმოვაჩინე. „კომედი ჯგუფის“ ახალი მსახიობი ახლა უკვე ბრალდებულ ვანო მერაბიშვილთან ერთად არის გადაღებული. ფოტოს ისტორიის გასარკვევად ქართლოსს დავუკავშირდი.

- ხომ იცი ციფრებთან რა დამოკიდებულება მაქვს, 2005 წლის დეკემბრის შუა რიცხვებია მაგ ფოტოზე აღბეჭდილი. მოსკოვის პროსპექტზე, აფრიკასთან ახლოს, ჩემი ძმაკაცი ჯარში მსახურობდა. ყაზარმულზე იყვნენ და ამ პერიოდის გასვლასთან დაკავშირებით, რაღაც ღონისძიებას მართავდა თავდაცვის სამინისტრო. ძმაკაცს ვგულშემატკივრობდი,
ისე მივედი. თმა რომ გადაპარსეს, მაგაზე უნდა გვეღადავა ბიჭებს. იქ მოვიდა მერაბიშვილიც. უამრავი ხალხი იყო, ყველა იღებდა ვანოსთან ფოტოებს. ხედავთ ალბათ, უკან ქალებიც ჩანან. მაშინ პრეზიდენტის პაროდია ახალი დამუღამებული მქონდა. დაცვის წევარებს ვთხოვე, იქნებ მეც გადავიღო ვანოსთან ფოტო-მეთქი და მიმიშვეს. ძმაკაცმა გადამიღო ტელეფონით.

- იმ დღეს მერაბიშვილს გაუკეთე სააკაშვილის პაროდია?
- არა, რა პაროდია, მაშინ ვერც ვაკეთებდი კარგად პრეზიდენტის პაროდიას, ოდნავ იყო მიმსგავსებული.
- მას მერე ხომ არ გქონია შეხება ვანო მერაბიშვილთან?
- არა, იმ დღეს ვნახე ლაივში და ეგ ფოტოც არ მომწონს, საკმაოდ ცუდად გამოვიყურები.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
gio19
shen kai kaci chanxar da mag nadziralas xeli rogor gadaxvie, vano ro daichires magis cols vin gaartobs axla
13:21 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS