სოფო ნიჟარაძე, სტეფანე, ბუბა კიკაბიძე – ეს ქართველი არტისტები აზერბაიჯანში, კერძოდ, ბაქოში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალის სტუმრები არიან. ფესტივალის სახელწოდებაა ЖАРА, სადაც ცნობილი შემსრულებლები რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან საკუთარ ჰიტებს წარადგენენ.
ფესტივალის მესამე დღეს მაყურებლის წინაშე სოფია ნიჟარაძეც წარსდგა და იმღერა. სანამ სცენაზე გავიდოდა, სოფიამ სოც-ქსელში გამოაქვეყნ ვიდეო, სადაც ის და ბუბა კიკაბიძე წითელ ხალიჩაზე პოზირებენ.