26 ივლისი, 2018
"ასეთია ქურდი კაცის ბედი" და ფულის წვიმა ქართველი ქურდის ქორწილში - სოც-ქსელში ნიკა გაგრინსკის ქორწილის ვიდეო ვრცელდება
სტამბულში კომპლექს Esa Royal Park-ში ცნობილი ქართველი "კანონიერი ქურდის" ნიკოლოზ დგებუაძის ქორწილი გაიმართა.

ნიკა დგებუაძეს ქურდულ სამყაროში ნიკა გაგრინსკის სახელით იცნობენ.

ე.წ. კანონიერი ქურდის ვიდეოს "პრაიმ თაიმი" ავრცელებს.

ქორწილს არა ერთი გავლენიანი "კანონიერი ქურდი" ესწრებოდა, მათი უმრავლესობა კი ე.წ. მეგრულ კლანს წარმოადგენდა, რომლებიც "ქარდავა-მზარეულიას" დაჯგუფების სახელით არის ცნობილი.

ქორწილში საპატიო სტუმრად იყო მიწვეული ნადირ სალიფოვი, იგივე "გული", რომელიც შაქრო კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ ქურდული სამყაროს ბოსის სტატუსისთვის იბრძვის.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი სალიფოვი წარმოშობით გარდაბნიდან გახლავთ და საქართველოს
მოქალაქის პასპორტს ფლობს.

ე.წ. კანონიერმა ქურდებმა და მათმა მეგობარმა გოგონებმა ქორწილში გულისთვის პერსონალური სადღეგრძელოები შესვეს. 

თავად გულიმ კი ნიკა გაგრინსკის ცოლთან ერთად იცეკვა. 


იხილეთ ვიდეო:





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
status quo
თქვე ნაგვებო,ეგდეთ იქ,სადაც ხართ და საქართველოში ჩამოთრეული არ დაგინახოთ,თქვენი დედები....სათითაოდ.
14:25 / 28-07-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS