13 თებერვალი, 2014
რა მოხდა ნინასა და ხატიას შორის - ''ნინას ბავშვობიდან ვიცნობ და არ იყო ასეთი აგრესიული''
სტატუსს ხატიას მეგობრები გამოეხმაურნენ და იმ ''ზვეზდების'' ვინაობით დაინტერესდნენ, რომლებმაც ხატია ამ განწყობაზე დააყენეს. ცნობილია, რომ ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში აქტიურობს. მისი პოსტები ძირითადად ოჯახის წევრებს ეხება და განსაკუთრებულად ბოლო დროს მხოლოდ საკუთარ მდგომარეობაზე წერს.

ხატია მესამე შვილს ელოდება და ალბათ გასაკვირიც არ არის, რომ მხოლოდ ამაზე ფიქრობდეს. ამიტომ უცნაურად მოგვეჩვენა მისი სტატუსი, რომელიც როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ნინა წკრიალაშვილს ეხებოდა.

''გახსნილი მტრობა ბევრად საინტერესოა, მეცოდინება მაინც, მივესალმო თუ არა ''ზვეზდებს'', რომლებიც ზუსტად ვიცი, ვერ
მიტანენ. მადლობა პირდაპირობისთვის'', - წერს ხატია.

სტატუსს ხატიას მეგობრები გამოეხმაურნენ და იმ ''ზვეზდების'' ვინაობით დაინტერესდნენ, რომლებმაც ხატია ამ განწყობაზე დააყენეს. მათ შორის იყო ინგა გრიგოლიაც. კითხვაზე, თუ ვინ იყო ამ სტატუსის ადრესატი, ხატია ასე პასუხობს ''დღეს ნინა წკრიალაშვილმა ღიად დამიფიქსირა თავისი მტრული განწყობა''.

ხატიას დავუკავშირდით და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ.

- ხატია, შენი სტატუსი ვნახეთ, რა მოხდა შენსა და ნინას შორის?
- არაფერი რა მოხდა, თუმცა მიხარია, რომ ვიღაც მაინც არსებობს ამ ქვეყანაში, ვინც ზურგს უკან არ გლანძღავს ისე, რომ პირშიც არ ''გაგიიასნოს'' მტრული განწყობა.
- სად დაგიფიქსირა თავისი დამოკიდებულება?
- როცა პირისპირ შევხვდით ერთმანეთს.
- რა გითხრა?
- ასე დეტალურად არ გაგვირკვევია. ნინას ბავშვობიდან ვიცნობ და არ იყო ასეთი აგრესიული, მე პირადად ძალიან დადებით პიროვნებად ვიხსენებ ახლო წარსულში, ეტყობა, პოლიტიკური მიმართულება თამაშობს დიდ როლს ადამიანების განწყობაზე.
- კონკრეტულად რა გითხრა, რაში იგრძენი შენ მიმართ მტრობა?
- არ მომესალმა და ძალიან მინდა ყველას ვთხოვო იგივე გააკეთონ, ვისაც ჩემი არსებობა აღიზიანებს. ამით თქვენ მე გამათავისუფლებთ ყალბი ეთიკური ღიმილისგან.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
ნონა
არცერთზე არ ვგიჯდები,მაგრამ ეს ხატია არანაირ დადებიტს არ იცვევს ჩემში,,,ნინა ბევრად მირჩევნია,,,,
23:22 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
კლარა
ვეპოტიკათ
22:33 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ხატიას
ხატია ნუ წიწმატობ, ტუჩები დაგისკდება
03:55 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ჯერ იყო ორსული სალომე გადაეკიდა ნინას, ახლა ორსული ხატია,(თუ პირიქით ნინა ამათ) ვააა რა ხდება? ეტყობა ორსულებს ნინას ალერგია აქვთ( ან პირიქით)...
01:18 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
სალი
ამ ხალხს მეტი საქმე არ აქვს ეტყობა რომ სისულელების წერას უნდებიან ხალხო ამ ქვეყანაზე ბევრად საინტერესო რაგაცეებიც არსებობს და ნუ აბინძურებთ სოციალურ ქსელებს თქვენი ბინძური კომენტარებით
22:35 / 13-02-2014
გამოხმაურება / 0 /
!
ხატია, არავის მიაქციო ყურადღება და მხოლოდ ოჯახზე იფიქრე, ნინაზე კი ნუ გაბრაზდები, იმასაც ეწვწვა ბედნიერება და ისიც კარგ ხასიატზე დადგება:)
21:45 / 13-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ციცინო
ხატია ნინასთან ურთიერთობის რა მოგახსენო, მაგრამ მიხარია ასეთ ბედნიერს რომ გხედავ. ულამაზესი ოჯახი გყავს და შენს ადგილზე ასეთ უმნიშვნელო რამეებზე ნერვებს არ ავიშლიდი. იყავი სულ ასეთი ბედნიერი და წარმატებები.
18:09 / 13-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS