13 თებერვალი, 2014
რა მოხდა ნინასა და ხატიას შორის - ''ნინას ბავშვობიდან ვიცნობ და არ იყო ასეთი აგრესიული''
სტატუსს ხატიას მეგობრები გამოეხმაურნენ და იმ ''ზვეზდების'' ვინაობით დაინტერესდნენ, რომლებმაც ხატია ამ განწყობაზე დააყენეს. ცნობილია, რომ ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში აქტიურობს. მისი პოსტები ძირითადად ოჯახის წევრებს ეხება და განსაკუთრებულად ბოლო დროს მხოლოდ საკუთარ მდგომარეობაზე წერს.

ხატია მესამე შვილს ელოდება და ალბათ გასაკვირიც არ არის, რომ მხოლოდ ამაზე ფიქრობდეს. ამიტომ უცნაურად მოგვეჩვენა მისი სტატუსი, რომელიც როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ნინა წკრიალაშვილს ეხებოდა.

''გახსნილი მტრობა ბევრად საინტერესოა, მეცოდინება მაინც, მივესალმო თუ არა ''ზვეზდებს'', რომლებიც ზუსტად ვიცი, ვერ
მიტანენ. მადლობა პირდაპირობისთვის'', - წერს ხატია.

სტატუსს ხატიას მეგობრები გამოეხმაურნენ და იმ ''ზვეზდების'' ვინაობით დაინტერესდნენ, რომლებმაც ხატია ამ განწყობაზე დააყენეს. მათ შორის იყო ინგა გრიგოლიაც. კითხვაზე, თუ ვინ იყო ამ სტატუსის ადრესატი, ხატია ასე პასუხობს ''დღეს ნინა წკრიალაშვილმა ღიად დამიფიქსირა თავისი მტრული განწყობა''.

ხატიას დავუკავშირდით და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ.

- ხატია, შენი სტატუსი ვნახეთ, რა მოხდა შენსა და ნინას შორის?
- არაფერი რა მოხდა, თუმცა მიხარია, რომ ვიღაც მაინც არსებობს ამ ქვეყანაში, ვინც ზურგს უკან არ გლანძღავს ისე, რომ პირშიც არ ''გაგიიასნოს'' მტრული განწყობა.
- სად დაგიფიქსირა თავისი დამოკიდებულება?
- როცა პირისპირ შევხვდით ერთმანეთს.
- რა გითხრა?
- ასე დეტალურად არ გაგვირკვევია. ნინას ბავშვობიდან ვიცნობ და არ იყო ასეთი აგრესიული, მე პირადად ძალიან დადებით პიროვნებად ვიხსენებ ახლო წარსულში, ეტყობა, პოლიტიკური მიმართულება თამაშობს დიდ როლს ადამიანების განწყობაზე.
- კონკრეტულად რა გითხრა, რაში იგრძენი შენ მიმართ მტრობა?
- არ მომესალმა და ძალიან მინდა ყველას ვთხოვო იგივე გააკეთონ, ვისაც ჩემი არსებობა აღიზიანებს. ამით თქვენ მე გამათავისუფლებთ ყალბი ეთიკური ღიმილისგან.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
დაკო
აი აკ ასეტი ამბის ატეხვას მისულიკავი და პირადად გეტქვა რა ხდებაო ჯობდა
04:31 / 07-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
ნუ ამპარტავნობ, ხატია. ნუ დასცინი ნინას.
14:34 / 19-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ეს ამომავალი ვარსკვლავები ჩამავალსდაემსგავსნენ და აგარ იციან როგორ გაახსენონ ხალხს თავი.....ხოცავენ ერთმანეთს ....ვაი თქვენს პატრონს
02:18 / 19-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ხატია
ამ სურატში კი გევხარ ჩემო ნინა გორის კოლმეურნეობის მოწინავე ვაშლის მკრეფავს.ვინ გაგიჩალიჩა?
09:31 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თაკო
ქაჯეთის ორი ჩამავალი ვარსკვლავი, რა ეშველება ამდენ სვეტებს? ესენი ნეტა კოფეს სვავენ?
09:28 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკუნა
მართალია ბევრი პრობლემაა ამ ქვეყნად მაგრამ ადამიანს თავისი პრობლემა აქვს და ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა მისთვის... ხატია დამიჯერე არაფერი არ გაქ სანერვიულო, მთავარია პირადში ყველაფერი კარგად გაქვს, დანარჩენი მეორეხარისხოვანია.. გილოცავ წინასწარ პატარის ამ ქვეყნად მოვლენას :*
17:47 / 15-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მარგო
დიდთვალა და დიდტუჩება იამიდან იყურება
17:43 / 15-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ტასიკო
ეს ხატია აქაოდა მოჭიდავის ცოლი ვარო და გააჭირვა საქმე თავი დიდი ვინმე გონია.ჯობია ორსულობას მიხედო ამ ნერვიულობით არ მოგეშალოს და მერე ნინას არ დააბრალო
17:40 / 15-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანკა
იცით თქვენი სულელური კინკლაობის მიღმა რამდენ ადამიანს უჭირს,თუნდაც 1 პურით მეტის ყიდვა? არ გრცხვენიათ?
13:17 / 15-02-2014
გამოხმაურება / 0 /
შორენა
ისე აქვთ მოცყობილი ცხოვრება რო რაღას მიედ მოედნენ აღარ იციან.
00:23 / 15-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS