"მერსედესი" ოფიციალურ ღონისძიებას "ბენე ექსკლუზივთან" ერთად 10 აგვისტოს გამართავს. "ბენე ექსკლუზივი" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მაღალი კლასის გადაადგილების სერვისს სთავაზობს. კომპანიის ავტოპარკი დაკომპლექტებულია "მერსედეს ბენცის" ფირმის უახლესი ავტომობილებით.
„მერსედეს-ბენცი” მსოფლიოში პირველ საავტომობილო მარკად იქცა. ამ სამარკო ნიშნის ქვეშ იგულისხმება კომფორტული, მდგრადი და ელეგანტური ავტომობილი. დღეისთვის მერსედეს ბენცის სამარკო ნიშნის ქვეშ მზადდება ფართო არეალისა და დანიშნულების ტრანსპორტი: სამგზავრო მსუბუქი ავტომობილები, სამგზავრო/სამხედრო მსუბუქი ყველგანმავალი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები, მინი-ვენები და ა.შ.
ღონისძიება ბათუმში, "სექტორ 26"-ში გაიმართება.