13 თებერვალი, 2014
დაამარცხებს თუ არა სავაშ ბალდარს გიორგი აგიაშვილი
ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შესრულებული აქვს ახალგაზრდულ კომედიაში ''ლოლა'', რომელშიც მაილი საირუსის ბოიფრენდი განასახიერა ოთხშაბათს ''ნანუკას შოუში'' ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი მსახიობი ჯორჯ ფინი, იგივე გიორგი აგიაშვილი გავიცანით. უდავოდ საინტერესო იყო კიდევ ერთი ქართველის გამოჩენა ჰოლივუდში, გადავწყვიტეთ, გადაგვეხედა გიორგის ფილმოგრაფიისთვის და მის მიერ შესრულებული როლებისთვის.

გიორგი ჯერ არ არის ''ჰოლივუდის ვარსკვლავი'', როგორც ამან გადაცემაში გაიჟღერა, თუმცა სამომავლოდ ამის დიდი პერსპექტივა აქვს - კარგი გარეგნობით, უდაო ნიჭით გამოირჩევა და ჰოლივუდის ბომონდშიც უკვე შეღწეული აქვს. აქედან კი ნამდვილ
ჰოლივუდის ვარსკვლავობამდე სულ ცოტა ნაბიჯი დარჩა.

ჯერჯერობით მის შესახებ ინტერნეტში არ მოიძებნება ბევრი ინფორმაცია, ძირითადად ყველგან ის წერია, რომ გიორგი თბილისშია დაბადებული რეჟისორისა და მწერლის ოჯახში. გიორგის მამა დავით აგიაშვილი ცნობილი რეჟისორი იყო, ''კინოსტუდია ქართული ფილმის'' რედაქტორი, ცნობილი კინოპროექტის თბილისი, Tbilisi I Love You-ს სულის ჩამდგმელი. ასევე სახელგანთქმული იყო გიორგის პაპა - ნიკოლოზ აგიაშვილი, დავით აგიაშვილის მამა, მწერალი გახლდათ.

2 წლის იყო გიორგი, როცა ატლანტაში გადავიდა საცხოვრებლად ოჯახთან ერთად. მერე კი დედამისმა გაგზავნა მისი მონაცემები სხვადასხვა სააგენტოში და მისი კარიერაც დაიწყო. 12 წლისას ჰქონდა პირველი პატარა როლი სარეკლამო რგოლში.

ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შესრულებული აქვს ახალგაზრდულ კომედიაში ''ლოლა'', რომელშიც მაილი საირუსის ბოიფრენდი განასახიერა. ამ სურათში ასევე თამაშობენ დემი მური და ეშლი გრინი. ამ სურათის გარდა მის ანგარიშზე არის რამდენიმე ტელესერიალი (მაგალითად, ''ბევერლი-ჰილზი 90210: ახალი თაობა'', ''ლინკოლნ-ჰაიტსი'', ''დეტექტივი რაში'') და ახალგაზრდული ფილმი.

Rating

ჯორჯი ასევე აქტიურად თანამშრომლობს თავის ძმასთან, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი რეჟისორია საზღვრებსგარეთ. როგორც ნიკა აგიაშვილი ამბობს, მას თავის ყველა ფილმში აქვს გათვალისწინებული როლი თავისი უმცროსი ძმისთვის.

Rating

გადაცემის გასვლის შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

''როგორც ვატყობ დაერხა სავაშს! ჯორჯ ფინის ახალი ტალღა იწყება, რაც ძალიან მახარებს''...

ვინ გაიმარჯვებს ჯერჯერობით უთანასწორო ბრძოლაში ამას დრო გვიჩვენებს.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
ნატა
როგორი მსახიობიიქნება არ ვიცი,მაგრამ ძალიან ცარიელი ადამიანის სიფათი აქვს.
19:28 / 13-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ელა
ვის როგორ სავაში უფრო კაცურია ეს ჯერ ბავშვია. ჩემი აზრით სავაში სულ სხხვაააა
18:49 / 13-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
სავაში ჯობია..... ზოგადა მურატი....
18:34 / 13-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ჟორჟოლიანმა მაგით სხვა რამე თქვა,სავაშზე კაიფობს ხოლმე და ახლა იმ ვიგაც გიორგიზე გაიკაიპა როგორც ვატკობ.სავასჰამდე მართლა ბევრი უკლია.ის ქართველებს რომ მოგვწონს ისეთი ტიპია და ეს ამერიკელებს კი მოეწონებათ.გეის შთაბეჭდილებასაც ტოვებს ისე
17:33 / 13-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
სავასჰამდე ბევრი უკლია
16:58 / 13-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TATA
და ეს შედარება რას ნიშნავს?
16:34 / 13-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი2
აუ მაგრები არიან ძმები,რა სავაში...gergi ატასჯერ უკეთEსია
16:03 / 13-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS