13 თებერვალი, 2014
დაამარცხებს თუ არა სავაშ ბალდარს გიორგი აგიაშვილი
ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შესრულებული აქვს ახალგაზრდულ კომედიაში ''ლოლა'', რომელშიც მაილი საირუსის ბოიფრენდი განასახიერა ოთხშაბათს ''ნანუკას შოუში'' ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი მსახიობი ჯორჯ ფინი, იგივე გიორგი აგიაშვილი გავიცანით. უდავოდ საინტერესო იყო კიდევ ერთი ქართველის გამოჩენა ჰოლივუდში, გადავწყვიტეთ, გადაგვეხედა გიორგის ფილმოგრაფიისთვის და მის მიერ შესრულებული როლებისთვის.

გიორგი ჯერ არ არის ''ჰოლივუდის ვარსკვლავი'', როგორც ამან გადაცემაში გაიჟღერა, თუმცა სამომავლოდ ამის დიდი პერსპექტივა აქვს - კარგი გარეგნობით, უდაო ნიჭით გამოირჩევა და ჰოლივუდის ბომონდშიც უკვე შეღწეული აქვს. აქედან კი ნამდვილ
ჰოლივუდის ვარსკვლავობამდე სულ ცოტა ნაბიჯი დარჩა.

ჯერჯერობით მის შესახებ ინტერნეტში არ მოიძებნება ბევრი ინფორმაცია, ძირითადად ყველგან ის წერია, რომ გიორგი თბილისშია დაბადებული რეჟისორისა და მწერლის ოჯახში. გიორგის მამა დავით აგიაშვილი ცნობილი რეჟისორი იყო, ''კინოსტუდია ქართული ფილმის'' რედაქტორი, ცნობილი კინოპროექტის თბილისი, Tbilisi I Love You-ს სულის ჩამდგმელი. ასევე სახელგანთქმული იყო გიორგის პაპა - ნიკოლოზ აგიაშვილი, დავით აგიაშვილის მამა, მწერალი გახლდათ.

2 წლის იყო გიორგი, როცა ატლანტაში გადავიდა საცხოვრებლად ოჯახთან ერთად. მერე კი დედამისმა გაგზავნა მისი მონაცემები სხვადასხვა სააგენტოში და მისი კარიერაც დაიწყო. 12 წლისას ჰქონდა პირველი პატარა როლი სარეკლამო რგოლში.

ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შესრულებული აქვს ახალგაზრდულ კომედიაში ''ლოლა'', რომელშიც მაილი საირუსის ბოიფრენდი განასახიერა. ამ სურათში ასევე თამაშობენ დემი მური და ეშლი გრინი. ამ სურათის გარდა მის ანგარიშზე არის რამდენიმე ტელესერიალი (მაგალითად, ''ბევერლი-ჰილზი 90210: ახალი თაობა'', ''ლინკოლნ-ჰაიტსი'', ''დეტექტივი რაში'') და ახალგაზრდული ფილმი.

Rating

ჯორჯი ასევე აქტიურად თანამშრომლობს თავის ძმასთან, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი რეჟისორია საზღვრებსგარეთ. როგორც ნიკა აგიაშვილი ამბობს, მას თავის ყველა ფილმში აქვს გათვალისწინებული როლი თავისი უმცროსი ძმისთვის.

Rating

გადაცემის გასვლის შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

''როგორც ვატყობ დაერხა სავაშს! ჯორჯ ფინის ახალი ტალღა იწყება, რაც ძალიან მახარებს''...

ვინ გაიმარჯვებს ჯერჯერობით უთანასწორო ბრძოლაში ამას დრო გვიჩვენებს.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
გთხოვთ
რა შუაშია სავაში აქ ვინმემ ამიხსნას რა?
02:53 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მზია
რა სავაში ხალხო არ გრცხვენიათ?რატო უკეთებთ რეკლამას ამ თურკ სავაშს როცა მართლა ზურა ყიფშიძე გვყავს.განსაკუთრებით ქალებს მივმართავ
01:29 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
Iზი
აგიაშვილსა ნიკასო,არ მოეწონა პიკასო, მას შემდეგ ფიქრობს პიკასო რა დავუშავე Nიკასო. "ჭაბუკები დარჩნენ მარად"-ნიკა აგიაშვილი
01:26 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მაშკა
არ გავკარი თურქ სავაშს როვა გვყავს ზურა ყიფშიძე? გიორგის კიდევ წარმატებები ნამდვილად საყვარელი ვინმეა )))))
00:40 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანუკა ძალიან უბერავს
22:06 / 13-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ირი
ჟერ ეგერთი სად ის და სად ეს. Eს ბავშვია ჯერ.ან როგორ ადარებტ? Yველა ინდივიდია. Mე მაგალითად არცერტი მომწონს და რატო?! Eს პიდარასტს გავს და სავაში ქურთს. ღატო დააშტერა ეს უსაქმური ქალეები ვერ ვხვდები.
21:28 / 13-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თამო
ვერცკი დაუდგება გვერდით სავაშს
20:47 / 13-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მაგდა
მაილი საირუსთან აქვს ნათამაშები და უკვე ბევრს ნიშნავს ეს მის ასაკში..წარმატებები
20:36 / 13-02-2014
გამოხმაურება / 0 /
lile
ჯერ ბავშვია და უკვე ჰოლივუდში იმკვიდრებს თავს.ძაან სასაცილოა ვინც იძახის სავაშამდე ბევრი უკლიაო:დ სავაშს არც დაესიზმრება მსგავსი კარიერა.ბანძი სერიალების მეტი არც არსად უთამაშია ჰა ჰა..სასაცილოა შედარებაც არ შეიძლება
20:33 / 13-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ორი სტროფის წაკითხვის შემდეგ არ ვთვლი საჭიროდ ამ სტატიის წაკითხვას.არ ვცემ იმ ხალხს პატივს გვარს რომ გადაიკეთებენ. გაუმარჯოს სავაშს.
20:12 / 13-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS