13 თებერვალი, 2014
დაამარცხებს თუ არა სავაშ ბალდარს გიორგი აგიაშვილი
ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შესრულებული აქვს ახალგაზრდულ კომედიაში ''ლოლა'', რომელშიც მაილი საირუსის ბოიფრენდი განასახიერა ოთხშაბათს ''ნანუკას შოუში'' ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი მსახიობი ჯორჯ ფინი, იგივე გიორგი აგიაშვილი გავიცანით. უდავოდ საინტერესო იყო კიდევ ერთი ქართველის გამოჩენა ჰოლივუდში, გადავწყვიტეთ, გადაგვეხედა გიორგის ფილმოგრაფიისთვის და მის მიერ შესრულებული როლებისთვის.

გიორგი ჯერ არ არის ''ჰოლივუდის ვარსკვლავი'', როგორც ამან გადაცემაში გაიჟღერა, თუმცა სამომავლოდ ამის დიდი პერსპექტივა აქვს - კარგი გარეგნობით, უდაო ნიჭით გამოირჩევა და ჰოლივუდის ბომონდშიც უკვე შეღწეული აქვს. აქედან კი ნამდვილ
ჰოლივუდის ვარსკვლავობამდე სულ ცოტა ნაბიჯი დარჩა.

ჯერჯერობით მის შესახებ ინტერნეტში არ მოიძებნება ბევრი ინფორმაცია, ძირითადად ყველგან ის წერია, რომ გიორგი თბილისშია დაბადებული რეჟისორისა და მწერლის ოჯახში. გიორგის მამა დავით აგიაშვილი ცნობილი რეჟისორი იყო, ''კინოსტუდია ქართული ფილმის'' რედაქტორი, ცნობილი კინოპროექტის თბილისი, Tbilisi I Love You-ს სულის ჩამდგმელი. ასევე სახელგანთქმული იყო გიორგის პაპა - ნიკოლოზ აგიაშვილი, დავით აგიაშვილის მამა, მწერალი გახლდათ.

2 წლის იყო გიორგი, როცა ატლანტაში გადავიდა საცხოვრებლად ოჯახთან ერთად. მერე კი დედამისმა გაგზავნა მისი მონაცემები სხვადასხვა სააგენტოში და მისი კარიერაც დაიწყო. 12 წლისას ჰქონდა პირველი პატარა როლი სარეკლამო რგოლში.

ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შესრულებული აქვს ახალგაზრდულ კომედიაში ''ლოლა'', რომელშიც მაილი საირუსის ბოიფრენდი განასახიერა. ამ სურათში ასევე თამაშობენ დემი მური და ეშლი გრინი. ამ სურათის გარდა მის ანგარიშზე არის რამდენიმე ტელესერიალი (მაგალითად, ''ბევერლი-ჰილზი 90210: ახალი თაობა'', ''ლინკოლნ-ჰაიტსი'', ''დეტექტივი რაში'') და ახალგაზრდული ფილმი.

Rating

ჯორჯი ასევე აქტიურად თანამშრომლობს თავის ძმასთან, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი რეჟისორია საზღვრებსგარეთ. როგორც ნიკა აგიაშვილი ამბობს, მას თავის ყველა ფილმში აქვს გათვალისწინებული როლი თავისი უმცროსი ძმისთვის.

Rating

გადაცემის გასვლის შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

''როგორც ვატყობ დაერხა სავაშს! ჯორჯ ფინის ახალი ტალღა იწყება, რაც ძალიან მახარებს''...

ვინ გაიმარჯვებს ჯერჯერობით უთანასწორო ბრძოლაში ამას დრო გვიჩვენებს.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
ატლანტიდან
სჰურისგან რ. წერენენ,ვიტო არ მისონტ გოგოებს ცჰსიფდიტ გოგოები
18:41 / 15-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ატლანტიდან
გადკდიტ გულზე არა ,როგორ უნდა დაწერო რო ა. მოვეწონოტ ცჰაიფსიტ გოგოებო ,
18:40 / 15-02-2014
გამოხმაურება / 0 /
სეი
რაღაც საიტზე ამომიგდო ამ ტიპის მონაცემები. ეროვნება ამერიკელი წერია. რა საყვარლობაა
23:04 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მმმ
რა შუაშია აქ სავაშ ბალდარი ვერ გავიგე, ნანუკა უბერავს მაგრად, (კონტრიძე,რაჭველი,ქათამაძე) ვერ მოინელა:)))))) და გადაემტერა სავაშს:)))) კომენტარებიც მაოცებს, უზრდელიაო სავაში ყავა დაიდგაო:)) ხალხო თუ არ იცით რას წერთ თავი დაანებეთ უკვე ნანუკას და მაიას ყურებას და დანარჩენი თოქშოუებია თუ ჩემი ფეხები მართლა თურქულ სერიალს ვუყურო ის მირჩევნია:)))))))
17:16 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
mari
რამ გადარია ჩვენი ქალები?რა სავაში,კაცს თურქეთში აი იცნობენ და საქართველოში ვენებს იჭრიან...ან ნინო ჯიჯილაშვილი რამ ჩაიყვანა,მე დავრჩი შეურაცყოფილი თურქის უზრდელობით...ყავა დაიდგა თავისთვის,გადავირიე...
16:49 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მმმ
ამ ბიჭს ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული და ტუჩები დაბერილი.... ამას ისე ვამბობ, ნიჭიერი თუა ეს არაფერი...
14:36 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
იანა
ეს ბიჭი თამაშობს ფილმში "28 დღე". თუ მეშლება? ძალიან კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს. წარმატებები :))
14:21 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მეფე333
ფინი რაღა შუაში იყო, რით ვერ გადაეჩვია ეს ქართველობა ოდნავ რო ტაკუცუნა გაუმსხვილდებათ გვარის და ქართველობის დაკარგვას? წარმატებები თავისი კარიერის მწვერვალისკენ მაგრამ ცოტა, უფრო სწორად ძაან ტეხავს ქართველი რომ ხარ და ხან ფინს ირქმევ გვარად ხან რას და ხან რას. დავფიქრდეთ ცოტა რა
10:29 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ttt
და სავაში საერთოდ რა შუაში იყო :))) მდა
10:22 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თეა
რა სავაში ვინააა საერთოდ :D :D :D ცარმატებები გიო მაგარი კაცია :) :*
04:11 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS