22 ივლისი, 2018
"რეიტინგის" ექსკლუზივი გამართლდა - 4 თვის ორსულმა ანა ახვლედიანმა და გიგი ბერაიამ საიდუმლოდ იქორწინეს
რამდენიმე თვის წინ, ვწერდით, რომ ზღაპრული სილამაზის მქონე ქართველი წყვილი ქორწილისთვის ემზადებოდა.

როგორც მაშინ "რეიტინგს" ანა ახვლედიანის და გიგი ბერაიას მეგობარმა უთხრა, წყვილი ბავშვს ელოდებოდა და ზაფხულში ქორწილის გადახდას გეგმავდა.

ამ ამბის გადამოწმება თავად ანასთან და გიგისთან ვცადეთ, თუმცა, მაშინ მათ საუბარი არ ისურვეს.

აღსანიშნავია, რომ ანას და გიგის რომანის დაწყების შემდეგ, წყვილი პრესასთან ურთიერთობას გაურბის და ჩრდილში ყოფნა ურჩევნიათ.

თუმცა, პრესა იმისთვის არსებობს, რომ თქვენთვის საინტერესო ადამიანების შესახებ ყველაფერი იცოდეს.

ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია
გუშინ გამართლდა. ანამ და გიგიმ ჯერ ჯვარი დაიწერეს, შემდეგ კი ქორწილი გადაიხადეს.

წყვილის ჯვრისწერა და ქორწინების ცერემონიალი საგურამოში შედგა. როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, ჯვრისწერას დაახლოებით 20 სტუმარი ესწრებოდა.

Rating

საქორწინო ცერემონიალი ღია ცის ქვეშ, საცურაო აუზზე შედგა და ღონისძიება გრანდიოზული ფეირვერკით დასრულდა.

ანამ და გიგიმ ეს ამბავიც გაასაიდუმლოეს, თანაც ისე მკაცრად, რომ სოციალურ ქსელში ერთადერთი ფოტო მოიპოვება, რომელიც მომღერალმა ზურა ხაჩიძემ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

ანა ორსულად არის, როდის დაიბადება პატარა ჯერჯერობით უცნობია. თვითმხილველის თქმით, მას მუცელი უკვე ეტყობა კიდეც.

ანა ახვლედიანი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ქუთაისელი მოდელი "დოლჩე და გაბანასაც" არ დარჩენია შეუმჩნეველი, მას კარგი სამოდელო კარიერა ელოდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, პოდიუმს ოჯახი ამჯობინა.

Rating
Rating


ნათია დედანაშვილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ვიკა
გარეგნულად და- ძმას ჰგვანან.
13:38 / 23-07-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS