19 ივლისი, 2018
საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი აღარ ვარ – ავთანდილ ხურციძე განცხადებას ავრცელებს
ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე განცხადებას ავრცელებს. როგორც ხურციძე facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, ის საქართველოდან თანადგომას ვერ ხედავს და ის მხარდაჭერას რუსეთიდან უფრო გრძნობს, ხოლო თუ ამერიკიდან გააძევეს, კარიერის რუსეთში გაგრძელებაზე დაფიქრდება.

“საქართველოს მთავრობა არასდროს შეხვდა ჩემს წარმატებას ხელგაშლილი. ამის მიზეზიც ვიცი, მე არც ერთ მთავრობას დავყვებოდი მიტინგებზე ხალხის დასარბევად და პენსიონრების საცემად. ვინც დაყვებოდა ყველას რაღაც თანამდებობა უკავია.

რომ გაიგეს დიდ რუსეთში დიდი მაფიოზები დაიჭირესო, მთელი დელეგაცია იყო მოსული, კორესპოდენტები და რა ვიცი ვინ
აღარ… აგერ, რუსეთი ჩამოვიდა სანახავად, მართლა ჩვენი მოქალაქე ხომ არააო, სამწუხაროდ, არ ვიყავი თორემ რაღაცას იღონებდნენ. თუ ამერიკა „დამადეპორტებს“, ეს ასეც მოხდება, რუსეთში გავაგრძელებ კარიერას, მაქვს უკვე შემოთავაზებები. მაგრამ მე ჯერ მაქსიმუმს შევეცდები, რომ ამერიკაში დავრჩე. და თუ არაფერი გამოვა, მე მეტი საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არა ვარ. მერე რა მოხდა კაცო, მე კი არა როი ჯონსმა ამერიკის მოქალაქეობაზე თქვა უარი და რუსეთის მიიღო და მე რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვიტყვი რაგასაკვირია.

დანაშაული ისაა კაცი რომ ჩაიდენს დანაშაულს ან რომ ჩადის და დააკავებ. და თვითონ რომ სთავაზობ დანაშაულის ჩადენას და რამდენიმეჯერ უარით გაისტუმრებ, მერე მოხდება ერთადერთი შემთხვევა (ისიც თავდაცვის მიზნით), ჩაგიწერენ და დაელოდებიან იმ მომენტს როდესაც მწვერვალზე ახვალ და ფეხით ჩამოგათრევენ, აი ეს არის დანაშაული, ეს არის გეგმის განხორციელება. მთელი 3 წლის განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა, როცა სპეციალური აგენტები მამუშავებდნენ გვერდიდან, შიგნიდან, ზევიდან და მაინც ვერაფერი ჩამადენინეს, გარდა უმნიშვნელო მიზეზისა. 2016 წლის 10 სექტემბერს მომხდარი შემთხვევითობა გამოიყენეს 2017 წლის 6 ივნისს.

რა ვიცი რა არ დამარქვეს ბოლოს მეტი რომ ვერ მოიფიქრეს, „ჩაქუჩა“ კრიმინალური სახელწოდებააო და ამაზე „მსროკავდნენ“. მოწმეების მოყვანა დაჭირდა ჩემს ადვოკატებს რომ დაემტკიცებინათ ეს “კლიჩკა” სპორტიდანაა. საქართველოს მთავრობა არასდროს შეხვედრია ჩემს წარმატებას ხელგაშლილი. ამის მიზეზიც ვიცი, მე არც ერთ მთავრობას დავყვებოდი მიტინგებზე ხალხის დასარბევად და პენსიონრების საცემად. ვინც დაყვებოდა ყველას რაღაც თანამდებობა უკავია. ამიტომაც ჩემი ადგილი არ გახლავთ საქართველოში. მე ერთიან საქართველოს ვუჭერ მხარს, შუაში გაყოფილს – არა. სხვას რა პასუხი უნდა გავცეთ, ერთმანეთში თანხმობა და ერთმანეთისთვის პასუხი ვერ გაგვიცია. როდის იყო ძალადობით მოსული საქმე კარგი თუ ცუდი კარგს მოახდენდა?!”, – წერს ავთანდილ ხურციძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში 2017 წლის ივლისში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი “რუსული კრიმინალური სინდიკატის“ წევრობაში ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხურციძეს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 2018 წლის ივნისში აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. 4 ივლისს კი, აშშ-ის სასამართლომ ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
Niko
დასაჭერი იყო? იყო. მთავრობის გამო ქვეყანაზე განაწყენება კაცური საქციელია? არა. რუსეთის მთავრობას 100000ჯერ მეტი დაუშავებია ჩვენთვის? კი. აქედან მორალი: ხურციძე არის მოღალატე
20:00 / 21-07-2018
გამოხმაურება / 0 /
marika
საქარტველომ გაგაგზავნა უვარგის და მზარცველ ხალხტან? ნუ დაიცჰერ იმ დროსჰას , ბევრი არ დააკლდება საქარტველოს , სჰენ არც ამერიკასჰი უნდა იყო , ვის უნდა სჰენნაირი ხეკიდან ცასული , ტყუილად ამერიკასი მიტუმეტეს ციხესჰი არავის სვამენ , რაც მიგცევები გქონდა სჰენ ტვიტონ გადასვარე და ეხლა სხვებს ემდურები?
18:49 / 21-07-2018
გამოხმაურება / 0 /
მირანდა
არ უნდა დაიკავო საქართველოს დროშა, აბა რა... რა ღირსი ხარ, თორე კი,... მაგასაც რომ ვერ ხვდები, რომ ქართული დროშა მარტო ეს მთავრობა და შენი შარში გახვევა არაა საერთოდ!!! მართლა კუნთმაგარი გონებაჩლუნგი ხარ.
14:17 / 20-07-2018
გამოხმაურება / 0 /
მირანდა
არ უნდა დაიკავო საქართველოს დროშა, აბა რა... რა ღირსი ხარ, თორე კი,... მაგასაც რომ ვერ ხვდები, რომ ქართული დროშა მარტო ეს მთავრობა და შენი შარში გახვევა არაა საერთოდ!!! მართლა კუნთმაგარი გონებაჩლუნგი ხარ.
14:17 / 20-07-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS