"ბავშვობიდან მეშინოდა მარტოობის" - ქეთა თოფურიას ემოციური პოსტი, რომელმაც მომღერლის თაყვანისმცემლები დააბნია
მომღერალი ქეთა თოფურია ემოციური და სენტიმენტალური პოსტებით არ გამოირჩევა. თუმცა, გუშინ ინსტაგრამზე ყველასთვის მოულოდნელი პოსტი დაწერა, სადაც მარტოობაზე ალაპარაკდა.
"ბავშვობიდან მეშინოდა მარტოობის, თუმცა მარტო არასდროს ვყოფილვარ. უცნაურია არა? ვერ ვხვდები საიდან მოდის ეს შიში. არ შეგეშინდეთ საკუთარ თავთან განმარტოების", - წერს ქეთა.
აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ მომღერალმა პოსტის კომენტარები გათიშა.