12 ივლისი, 2018
მრგვალი ფორმის სათვალე - წლევანდელი ზაფხულის ტრენდი!
მრგვალი ფორმა ოპტიკის ინდუსტიაში ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოდური და პოპულარული ფორმაა! მრგვალი ფორმის სათვალეები ყოველ ეპოქაში აქტულაურია და ასოცირდება ისეთ მუდმივ საკაცობრიო ცნებებთან, როგორებიცაა: „თავისუფლება“, „შემოქმედებითობა“ და „ინოვაციურობა“. ამ ფორმის სათვალეები განსაკუთრებით უყვართ შინაგანად თავისუფალ, ინოვაციებზე ორიენტირებულ და შემოქმედებით პერსონებს, რომლებსაც დახვეწილი გემოვნება და სისადავე გამოარჩევთ!

Rating

ეს ფორმა 2018 წლის ზაფხულის სათვალეების კოლექციებში ყველა მსოფლიო მასშტაბის ისეთ ბრენდს აქვს წარმოდგენილი, როგორებიცაა: Ray-Ban, Dolce&Gabbana, Giorgio Armani, Prada, Miu Miu, Versace, Vogue, Zegna, Bvlgari... ამ
და სხვა საერთაშორისო ბრენდის მუდმივად განახლებად კოლექციებს ექსკლუზიურად გვთავაზობს კომპანია „რონიკო“! „რონიკოს“ მაღაზიებში, რომელთაგან 18 მდებარეობს თბილისში, ხოლო 3 ბათუმსა და ქუთაისში, უხვადაა წარმოდგენილი მრგვალი ფორმის მზის სათვალეები და ოპტიკური ჩარჩოები ნებისმეირ ფასთა კატეგორიაში.

Rating



მრგვალი ფორმა ასევე აქტიურად აქვს გამოყენებული ბრენდ George Piralli-ს, რომელიც ისეთი უნიკალური მახასიათებლებით გამოირჩევა, როგორებიცაა: მაღალი ხარისხი, მოდური დიზაინი და ხელმისაწვდომი ფასი. სწორედ ამ ყველაზე სასურველი მახასიათებლების გამო, George Piralli-ი ქართველი მომხმარებლის (და არა მარტო) ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მოთხოვნადი ბრენდია!

Rating

თანამედროვე ოპტიკურ ინდუსტრიაში მოდის სახლები მუდმივი სიახლეებისა და ინოვაციების ძიებაში არიან. ამიტომ სტანდარტული მრგვალი ფორმა ხშირად გამდიდრებული და განახლებულია სხვადასხვა დეტალით. ძირითადად, ეს შეიძლება იყოს ხიდი, ან ორმაგი ხიდი, რაც განსაკუთრებით აქტუალური და ტენდენციურია ბოლო წლებში. მაგალითისთვის გთავაზობთ სათვალეს, ბრენდ George Piralli-ის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან:

Rating

მრგვალი ფორმის სათვალის ყველაზე ცნობილ მოყვარულთა შორის არიან ჯონ ლენონი, სტივ ჯობსი, ჯონი დეპი.

Rating

თუმცა, მრგვალი სათვალის მოდაში შემოღებაში, გადამწყვეტი როლი ბრიტანული პოპ ჯგუფ „ბითლზის“ ლიდერს - ჯონ ლენონს მიუძღვის და ამ ფორმის სათვალეც, დღემდე მის სახელს ატარებს.


ჯონი ყოველთვის რადიკალურად გამოირჩეოდა თანატოლებისგან თავისი სტილით. ტყავის ქურთუკებით, დახეული ჯინსებით, როკ ენ როლით და საკუთარი კუმირებით შთაგონებული ნიჭიერი ახალგაზრდა, მალე გახდა უამრავი თანატოლისთვის მისაბაძი და გასაკვირი არაა, რომ მისმა სათვალემაც მალე საოცარი პოპულარობა მოიპოვა.

ცნობილია, რომ ლენონი ახლომხედველი იყო, თუმცა, თავდაპირველად სათვალის ტარება უხერხულობას უქმნიდა და ამიტომ ახალი იმიჯის შექმნამდე, ძირითადად კონტაქტურ ლინზებს იყენებდა.

ჯონი მრგვალი სათვალით, პირველად 1966 წელს ფილმ - “როგორ მოვიგე ომში” გამოჩნდა, ამის შემდეგ მან, სათვალის ტარების უხერხულობის სტერეოტიპიც დაამსხვრია და ძალიან მალე ეს სათვალე მისი სტილის ნაწილად იქცა.


Rating

ჯონ ლენონის ერთ-ერთ სათვალეს თავისი მცველიც ჰყავს, სახელად ხუანი. ჰავანას პარკში, სადაც განთვასებულია ბაღის სკამზე მჯდომი ჯონ ლენონის ძეგლი, ხუანი ყოველდღე მიდის და სათვალეს ლენონის სახეს არგებს, სანამ ტურისტები პარკს არ დატოვებენ. სათვალეს სკულპტურიდან ხშირად იპარავდნენ, ახლა კი მადლობა ხუანს, რადგან ეს რელიქვიური ნივთი სრულიად დაცულია.

Rating

ლენონის სათვალე, რომელსაც იგი უკვდავი ჰიტის „imagines”-ის შექმნის დროს ატარებდა, ამჯერად ლივერპულის მუზეუმში ინახება, მისი ღირებულება არც მეტი, არც ნაკლები 1.5 მილიონი დოლარია. მუზეუმს ყოველწლიურად 300 000 ვიზიტორი ჰყავს.
ოპტიკოსი გარი თრეისი იხსენებს, რომ მას შენახული ჰქონდა ლენონის ინსტრუქციები და ნახატები იმის შესახებ, თუ როგორი სტილისა და შეფერილობის სათვალეს ითხოვდა ლეგენდარული მუსიკოსი. როგორც ცნობილია, მისი საყვარელი სათვალის ფერი ნარინჯისფერი იყო.

Rating
ლენონის სათვალე 2007 წელს ინტერნეტ-აუქციონის საშუალებით გაიყიდა. ამერიკელმა აუქციონერმა ის თავის დროზე იაპონელი პროდიუსერიგან საჩუქრად მიიღო, რომელსაც, თავის მხრივ, ეს სათვალე თავად ჯონ ლენონმა უსახსოვრა. გაყიდული სათვალის ფასი გაასაიდუმლოეს, თუმცა, ვარაუდობენ, რომ თანხამ მილიონ ფუნტ სტერლინგს გადააჭარბა.

2013 წლის 20 მარტს, ლენონის ქვრივმა იოკო ონომ, ჯონთან ქორწინების 44 წლის იუბილეზე, გაავრცელა საოცარი ფოტო, რომელზეც ასახულია ჯონ ლენონის სისხლიანი სათვალე, რომელიც მას მკვლელობის დღეს ეკეთა.

Rating


გავრცელებული მოსაზრებით, მრგვალი ფორმის სათვალე, განსაკუთრებით ოვალური მოყვანილობის სახეს უხდება, თუმცა თანამედროვე ოპტიკოსებისა და ოპტიკური მოდის კანონმდებლების მიდგომებით, მთავარია, ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობდეს სათვალეში და სათვალეს სწორად იყენებდეს - ანუ აღიქვამდეს საკუთარი იმიჯის მთავარ ატრიბუტად და სათავლის მეშვეობით ქმნიდეს საკუთარ ინდივიდუალურ სტილსა და იმიჯს!

(რ)
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ნინო
პირველი სათვალეები, რომლებიც გამოჩნდა პენსნეს შემდეგ, სწორედ მრგვალი იყო. საქმე ისაა, რომ ამ ფორმის სათვალე ყველას არ უხდება.
13:33 / 24-07-2018
გამოხმაურება / 0 /
გუკა
არიქა! ახლა მოიკლავენ თავს, რომ არამრგვალი სათვალით არ მოეჭრათ თავი.
17:39 / 23-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ტრენდი ნიშნავს როცა გაქვს ფული მაგრამ არ გაქვს გემოვნება ამისთვის არის ტრენდეი, მიყევი და ეგ არი
23:53 / 22-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინი
სრული კრეტინიზმი. საშინლად არ მიხდება მრგვალი სათვალე და ასი წელი მოდის გამო არ დავიწყებ მის ტარებას. ჩემთვის მოდა ის არის, რაც მიხდება და არა ის, რაშიც უაზროდ გადავყრი ფულს, ბრენდი ერქმევა და საფრთხობელას დამამსგავსებს
15:42 / 19-07-2018
გამოხმაურება / 0 /
რა მნიშვნელობა ააქვს
ტრენდი რას ნიშნავს???
14:31 / 17-07-2018
გამოხმაურება / 2 /
ოპლაა
შეეშალათ ბრენდი უნდა დაეწერათ ):
11:51 / 23-07-2018
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ტრენდი ბარბარიზმია. ქართულად ნიშნავს მიმდინარეობას. ე.ი. მოდური მიმდინარეობა.
23:52 / 08-08-2018
მარი
სტილი და გემოვნება კი არა მთავარია ფულიიიიიიიიი
02:58 / 17-07-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS