ზოდელავა აზერბაიჯანიდან საქართველოში ტაქსით მოემგზავრებოდა, რა დროსაც ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი - "ოპელის", "მერსედესისა" და "ჰონდას" მარკის მანქანები შეეჯახა.
ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც "ოპელის" მარკის ავტომობილს მართავდა. ავარიის შემდეგ ზოდელავა "ნიუ ჰოსპიტალში" მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და მას ტრეპანაცია (თავის ქალის გაკვეთის ოპერაცია) ჩაუტარდა.
დედაქალაქის ყოფილი მერი უმძიმესი ავარიის შემდეგ ამ