"თამაზ ციციაშვილი ჩემი ბიძაშვილი გახლავთ, რომელიც ამჟამად ისრაელში ცხოვრობს. ქართული ცეკვების ანსამბლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ისრაელში და
ძალიან დიდი პატრიოტი საქართველოსი... ძალიან გაგვახარა მისი შვილის ბედნიერებამ. იმდენად ლამაზი ქორწილი იყო, ვიდეოებს ხშირად ვაზიარებ, ყველამ რომ ნახოს... საოცარი სანახავია, ყველა როგორ ცეკვავდა
თამაზ ციციაშვილი: "ჩემს ვაჟს ძალიან უყვარს საქართველო და ულამაზესი კლიპიც გადაიღო საქართველოზე... ისრაელში მთელი ოჯახი ქართულ სამსახურში ვართ. აქ ცეკვის ანსამბლი გვაქვს და უკვე სამ ქალაქში - ფილიალები. პატარაობიდან ვასწავლით ბავშვებს ქართულ ცეკვებს... რაც შეეხება ჩემი ვაჟის ბედნიერებას, კიდევ ერთი ლამაზი ოჯახი შეიქმნა.
ჩვენი რძალიც ქართველი-ებრაელია, პროფესიონალი ბალერინაა. ქორწილი თელ-ავივში გავმართეთ და ყველაფრის ორგანიზატორი თავად გახლდით. 900 სტუმარი გვყავდა, მათ შორის საპატიო სტუმრები საქართველოდან... განაგრძეთ კითხვა და ნახეთ ვიდეო