12 ივლისი, 2018
ქართველი ებრაელების ზღაპრული ქორწილი თელ-ავივში - "ყველა როგორ ცეკვავდა ქართულს, სასწაული იყო!"
ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ყო­ფი­ლი სო­ლის­ტის – თა­მაზ ცი­ცი­აშ­ვი­ლის შვი­ლის ქორ­წი­ლის ულა­მა­ზე­სი კად­რე­ბი, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია... ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ თა­ვად თა­მაზ ცი­ცი­აშ­ვი­ლი თელ-ავი­ვი­დან გვე­სა­უბ­რა, მა­ნამ­დე კი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა ჯამ­ლეტ ხუ­ხაშ­ვილ­მა გაგ­ვი­ზი­ა­რა:

"თა­მაზ ცი­ცი­აშ­ვი­ლი ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ის­რა­ელ­ში ცხოვ­რობს. ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბის ან­სამ­ბლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლია ის­რა­ელ­ში და
ძა­ლი­ან დიდი პატ­რი­ო­ტი სა­ქარ­თვე­ლო­სი... ძა­ლი­ან გაგ­ვა­ხა­რა მისი შვი­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბამ. იმ­დე­ნად ლა­მა­ზი ქორ­წი­ლი იყო, ვი­დე­ო­ებს ხში­რად ვა­ზი­ა­რებ, ყვე­ლამ რომ ნა­ხოს... სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვია, ყვე­ლა რო­გორ ცეკ­ვავ­და
ქარ­თულს, სას­წა­უ­ლი იყო!"


თა­მაზ ცი­ცი­აშ­ვი­ლი: "ჩემს ვაჟს ძა­ლი­ან უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და ულა­მა­ზე­სი კლი­პიც გა­და­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლო­ზე... ის­რა­ელ­ში მთე­ლი ოჯა­ხი ქარ­თულ სამ­სა­ხურ­ში ვართ. აქ ცეკ­ვის ან­სამ­ბლი გვაქვს და უკვე სამ ქა­ლაქ­ში - ფი­ლი­ა­ლე­ბი. პა­ტა­რა­ო­ბი­დან ვას­წავ­ლით ბავ­შვებს ქარ­თულ ცეკ­ვებს... რაც შე­ე­ხე­ბა ჩემი ვა­ჟის ბედ­ნი­ე­რე­ბას, კი­დევ ერთი ლა­მა­ზი ოჯა­ხი შე­იქ­მნა.
ჩვე­ნი რძა­ლიც ქარ­თვე­ლი-ებ­რა­ე­ლია, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ბა­ლე­რი­ნაა. ქორ­წი­ლი თელ-ავივ­ში გავ­მარ­თეთ და ყვე­ლაფ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი თა­ვად გახ­ლდით. 900 სტუ­მა­რი გვყავ­და, მათ შო­რის სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა და ნა­ხეთ ვი­დეო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS