"ა-სტუდიოს" სოლისტი ქეთა თოფურია საქართველოში ისვენებს. მომღერალი სამშობლოს შვილთან, 3 წლის ოლივიასთან ერთად ეწვია. ქეთა "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე ყაზბეგში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოს უკვე 50 000-ზე მეტი მოწონება აქვს.
შეგახსენებთ, ქეთა თოფურია ყოველ ზაფხულს მიდის
ყაზბეგში, სადაც მის მამაოს მამა ილარიონს ნახულობს. როგორც ხედავთ, მომღერალმა ტრადიცია წელსაც არ დაარღვია.