11 ივლისი, 2018
ქართველი ექიმი კოლუმბიის უნივერსიტეტის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა
ქართველები საზღვარგარეთ სულ უფრო მეტ წარმატებებს აღწევენ. ამჯერად ახალგაზრდა ქართველი ექიმის, თემურ ფარულავას შესახებ გიამბობთ, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. უფრო დაწვრილებით საკუთარი თავის შესახებ თავად გვიამბობს.

- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე. სწავლის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის სფეროში ვმუშაობდი მენეჯმენტის მიმართულებით. შემდეგ სადაზღვევო კომპანიაში ფარმაცევტული მენეჯერის პოზიციაზე.

- რატომ გადაწყვიტეთ ამერიკაში წასვლა?

- მოულოდნელად გადავწყვიტე ამერიკაში წასვლა და კოლუმბიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ადმინისტრირების სკოლაში ჩაბარება. გამიმართლა და საგრანტო კონკურსში გავიმარჯვე. ჩემთვის ეს ძალიან სასიახრულოა. როგორც მითხრეს, პირველი
ქართველი ექიმი ვარ, ვინც ამ უნივერსიტეტში მოხვდა. კოლუმბიის უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ხუთეულში შედის, ამერიკის ოთხმა პრეზიდენტმა სწორედ აქ ისწავლა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ჩემთვის აქ სწავლა. ამერიკაში მიღებულ განათლებას საქართველოს მოვახმარ.


პ.ს თუ თქვენ იცნობთ უცხოეთში წარმატებულ ქართველებს, მოგვწერეთ მათ შესახებ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნანა
ძალიან მიხარია რომ ვიგებ ახალგაზრდა ქართველების წარმატებებს საზღვარგარეთ!!! კიდევ ესეთიწარმატებულები არიან და ვამაყობ მათით. დოდო და მაია ჭავჭავაძეები ! გერმანიაში
21:24 / 12-07-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS