ბლოგერი გურამ შეროზია მამა გახდა. მას და ხატია ჯოხარიძეს ქალიშვილი ელენე შეეძინათ.
"ათი ივლისი...
დღე, რომელიც უჩვეულოდ, განსაკუთრებულად და სრულიად განსხვავებულად თენდება.
დღე, როცა სამყარო უფრო ფერადი, პოზიტიური და ოპტიმისტურია.
დღე, როცა უსასრულო ლოდინს ბოლო მოეღო:
დღე,
როცა მამა გავხდი.
მაღალი, მსუქანი 4.2 კგ, არაპუნქტუალური და წაბლისფერთმიანი ელენას მამა.
ძალიან ივაჟკაცეს ექიმებმა, დიდი მადლობა ლიკა ლუაშვილს და იმედის კლინიკას.
ახლაც ცოტა შოკში ვარ და ბევრ, უცნაურ და აქამდე განუცდელ შეგრძნებებს განვიცდი...
მადლობა გულშემატკივრობისთვის!"- წერს შეროზია.