სიძე-ცოლისძმა უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობენ და წარმატებებსაც მიაღწიეს. ზურაბ მელუა ჯეიმსის ჯგუფში გიტარაზე უკრავს. ჯგუფს, რომელშიც მათ გარდა კიდევ სამი

ჯეიმსი თავის ბენდთან ერთად BBC-რადიოს სტუმრობდა და სწორედ იქ მოახდინეს ახალი სიმღერის დემონსტრირება.
ბიჭები ძირითადად როკმუსიკას უკრავენ. მათ ძალიან ეხმარება ქეთი, რომელიც რეპეტიციებსაც ხშირად ესწრება.

რაც შეეხება ქეთის ძმას, ცნობილია, რომ მან ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში გამოიჩინა თავი და ცნობილი სიძის მსგავსად, ისიც პროფესიონალურ სპორტში იყო ჩართული.
ზურაბს წარმატებები ჰქონდა ჩოგბურთში და ინგლისის მასშტაბით სერიოზული ჯილდოებიც ჰქონდა მიღებული, თუმცა მოგვიანებით სპორტი მიატოვა და მუსიკალური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.
ბავშვობიდან ისიც კარგად უკრავდა გიტარას, როგორც მისი ცნობილი და. ლონდონის მუსიკალური უნივერსიტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც აქტიურად დაიწყო მუშაობა ამ სფეროში და დღეს სერიოზული ჯგუფის გიტარისტია.
ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















