08 ივლისი, 2018
"თითქოს ჯერ კიდევ გუშინ ვიდექით ჩვენ ჯვრისწერაზე ამერიკაში" - მიხეილ სააკაშვილი რძალთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს
მიხეილ სააკაშვილის ვაჟი, ედუჩი გასულ კვირას დაქორწინდა. მისი რჩეული ადინე მელვუს-პეტრუსია.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სოც. ქსელში ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მისი სარძლო ქართულ ენას სწავლობს.

"გავფრინდით ვიქენდზე ფილადელფიაში, ჩემი ვაჟის ედვარდის ქორწილში…

ედვარდი რადიოპროგრამების პროდიუსერად მუშაობს და თანამშრომლობს BBC ის "National Public Radio"სთან.ის დაქორწინდა თავის სვარტმორის(პენსილვანია) კოლეჯელ შეყვარებულზე ადინე მელვუს-პეტრუსზე.

ადინა მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში და ინტენსიური სწავლის მეთოდით ეუფლება ქართულს..

როგორ ჩქარა მიქრის დრო...თითქოს ჯერ კიდევ გუშინ ვიდექით ჩვენ ჯვრისწერაზე ამერიკაში (არადა,ეს იყო
დიდი ხნის წინ ,1993 წელს)", - წერს სააკაშვილი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS