- დღეს „იქს ფაქტორის“ ნახევარფინალია, სადაც კონკურსანტები ორ-ორ სიმღერას შეასრულებენ. პირველი ტური ყველასთვის საყვარელ ქართულ სიმღერას დაეთმობა, ხოლო მეორე ტურში თავისუფალი არჩევანი ექნებათ კონკურსანტებს. შოუს დღეს ორი კონკურსანტი
ყველაზე საამაყო ჩემთვის ის არის, რომ დღევანდელ კონცერტზე მაყურებელი იხილავს უნიჭიერეს მუსიკოსს პაპუნა შარიქაძეს. სწორედ ის გაალამაზებს ჩვენს დღევანდელ შოუს.
მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს, ასეთი ნიჭიერი მუსიკოსი რომ გვყავს, ის ჰაი კლასის ხელოვანია. ასევე სცენაზე ნახავთ 17 წლის უნიჭიერეს დრამერს გიორგი კაპანაძეს, რომელიც მაყურებელს „ნიჭიერიდან“ ახსოვს, გაიზარდა და გამორჩეულ მუსიკოსად ჩამოყალიბდა, ასევე გიტარისტ გიგი ცინცაძეს, დიტო საკანდელიძესა და ლაშა აბაშმაძეს.
- ქართული სიმღერები ახლებური ვერსიებით შესრულდება?
- რა თქმა უნდა, ყველასთვის საყვარელი სიმღერები ახლებურად აჟღერდება. ამას კრიტიკა ვერ მოჰყვება, რადგან არ შესრულდება ისეთი ვერსიები, მაყურებელმა რომ ვერ იცნოს, რომელ სიმღერას მღერის კონკურსანტი.
- როგორი იყო პაპუნა შარიქაძესთან მუშაობა?
- მაგარი იყო მასთან თანამშრომლობა, ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, პაპუნასთან მუშაობა ოცნება იყო და ვფიქრობ, ყველა მუსიკოსს სურს მასთან კოლაბორაცია. პაპუნა 2 წუთში ისეთ მუსიკას ქმნის, შეუძლებელია, ადამიანი არ ამღერდეს. აქვე ვიტყვი იმასაც, სწორედ პაპუნა არის ის მუსიკოსი რომელიც „ბერკლის“ სასწავლებელში ასპროცენტიანი დაფინანსებით ჩაირიცხა.
- რას ურჩევთ კონკურსანტებს?
- ჩვენმა კონკურსანტებმა ბევრი იშრომეს, ბევრი გზა გამოიარეს და ახლა სულ ერთი ნაბიჯი აშორებთ გამარჯვებამდე. დღევანდელი ტური გადამწყვეტია, ამიტომ მინდა, თითოეულმა მათგანმა საკუთარი მაქსიმალური შესაძლებლობები აჩვენოს.