02 ივლისი, 2018
დემნამ მსოფლიოს საქართველოს ისტორია "ასწავლა" - "თვალი გავუსწორე შიშს და ტკივილს"
Vetements-ის ახა­ლი კო­ლექ­ცი­ით დემ­ნა გვა­სა­ლი­ამ მსოფ­ლიო კი­დევ ერთხელ აა­ლა­პა­რა­კა, ამ­ჯე­რად კი ყუ­რა­დღე­ბის ცენტრში სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რია მო­ექ­ცა. "Vogue"-ი წერს, რომ კო­ლექ­ცი­ით დი­ზა­ი­ნერ­მა, რომ­ლის ბავ­შვო­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო ომმა და­ან­გრია, სა­კუ­თა­რი თავი აჩ­ვე­ნა.

„კო­ლექ­ცია მი­ვუ­ძღვე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს, ქვე­ყა­ნას, სა­დაც მე და ჩემი ძმა, გუ­რა­მი 90-იან წლებ­ში ვიზ­რდე­ბო­დით. ვე­ცა­დე, ჩვე­ნე­ბი­სას თვა­ლი გა­მეს­წო­რე­ბი­ნა ში­შის­თვის და ტკი­ვი­ლის­თვის“, - ამ­ბობს დემ­ნა გვა­სა­ლია.

"Vogue"-ი წერს, რომ გვა­სა­ლია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ორი წლის მან­ძილ­ზე ემ­ზა­დე­ბო­და კო­ლექ­ცი­ის შე­საქ­მნე­ლად და სა­ბო­ლო­ოდ მიხ­ვდა, რომ მზად იყო, წარ­სუ­ლი კი­დევ ერთხელ გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა.

ჩვე­ნე­ბა პა­რიზ­ში შედ­გა, ხი­დის ქვეშ, სა­დაც ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან და აფ­რი­კი­დან ემიგ­რი­რე­ბუ­ლი ხალ­ხი კარ­ვებ­ში ცხოვ­რობს. დემ­ნამ შო­უს­თვის დად­გა დიდი თეთ­რი მა­გი­და, სა­ქორ­წი­ნო სუფ­რა.
„დღეს ყვე­ლა ომზე და ლტოლ­ვი­ლებ­ზე ლა­პა­რა­კობს და მე ვიცი, ეს რას ნიშ­ნავს. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ ეს ამ­ბე­ბი ჩემი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხე­ბა­ცაა“, - ამ­ბობს დემ­ნა.

Rating

პირ­ვე­ლ მო­დელს, რო­მე­ლიც პო­დი­უმ­ზე გა­მოჩ­ნდა, ეცვა მა­ი­სუ­რი ტა­ტუ­ე­ბი­ა­ნი პრინ­ტით. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მა­შინ­ვე უამ­რავ­მა მომ­ხმა­რებლმა და­წე­რა, რომ ტა­ტუ­ე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბი 90-იან წლებ­ში მარ­ჯი­ე­ლა­სა და გო­ტი­ეს კო­ლექ­ცი­ებ­შიც იყო. თუმ­ცა, "Vogue"-ი წერს, რომ გვა­სა­ლი­ას კო­ლექ­ცი­ა­ში მა­ი­სურს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს - ტა­ტუ­ე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში არის ნიშ­ნე­ბი, რო­მელ­საც კრი­მი­ნა­ლე­ბი, „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“ სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ებ­ში იკე­თებ­დნენ.

Rating

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ოს­თვის მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ცემად გვა­სა­ლი­ამ კი­დევ ერთი გზა იპო­ვა - Vetements-ის მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გა­და­მი­სა­მართდე­ბი­ან ვი­კი­პე­დი­ის გვერ­დზე „ქარ­თვე­ლე­ბის ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და აფხა­ზეთ­ში“.
Rating
დემ­ნამ კო­ლექ­ცი­ა­ში არა მხო­ლოდ წარ­სუ­ლი ასა­ხა - ის ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­საც. მათ შო­რის არის კლუბ „ბა­სი­ან­ზე“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­აც, გა­მოჩ­ნდა ქურ­თუ­კი, წარ­წე­რით "We Dance Together, We Fight Together" („ერ­თად ვცეკ­ვავთ, ერ­თად ვიბ­რძვით“), რო­მე­ლიც „ბა­სი­ა­ნის“ მოვ­ლე­ნე­ბის დროს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ერთ-ერთ სლო­გა­ნად იქცა.
ამას­თან, კო­ლექ­ცი­ა­ში არის მა­ი­სუ­რე­ბი, წარ­წე­რით „უფა­ლო შეგ­ვი­წყა­ლენ“.

„ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში კლუ­ბე­ბი და­ხუ­რეს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კი სამ­ღვდე­ლო­ე­ბის ნა­წი­ლი გა­მო­ვი­და“, - ამ­ბობს გვა­სა­ლია.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS