ნუკი 42 კვირის ორსულია, ამიტომ ექიმებმა მას დამაჩქარებლები გაუკეთეს.
ნუკის მთელი ღამე გვერდიდან არ მოშორებია ამერიკელი ქმარი ბენჯი ჩაიმი, წყვილი პირველი შვილის დაბადებას გახარებული ელოდებოდა.
როგორც ნუკიმ ინსტაგრამ-ლაივში განაცხადა, მას მძიმე ტკივილები ჰქონდა.
ნუკი და ბენჯი ვაჟს ელოდებიან, ბოლო რამდენიმე საათია, ნუკის ლაივ-ჩართვა აღარ ჰქონია, ამიტომ დაიბადა თუ არა პატარა, ჯერჯერობით უცნობია.