28 ივნისი, 2018
ნუკი კოშკელიშვილს სამშობიარო ტკივილები დაეწყო - მსახიობის ჩართვა სამშობიარო პალატიდან
ნუკი კოშკელიშვილის "ქრონიკული ორსულობა" დამთავრდა. გვიან ღამით მან სოც-ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც უკვე სამშობიაროში წევს და პატარას დაბადებას ელოდება.

ნუკი 42 კვირის ორსულია, ამიტომ ექიმებმა მას დამაჩქარებლები გაუკეთეს.


ნუკის მთელი ღამე გვერდიდან არ მოშორებია ამერიკელი ქმარი ბენჯი ჩაიმი, წყვილი პირველი შვილის დაბადებას გახარებული ელოდებოდა. 

Rating

როგორც ნუკიმ ინსტაგრამ-ლაივში განაცხადა, მას მძიმე ტკივილები ჰქონდა. 

ნუკი და ბენჯი ვაჟს ელოდებიან, ბოლო რამდენიმე საათია, ნუკის ლაივ-ჩართვა აღარ ჰქონია, ამიტომ დაიბადა თუ არა პატარა, ჯერჯერობით უცნობია.  


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Niania
Bednierad! Gilocavt!
17:14 / 28-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS