10 თებერვალი, 2014
ვიქტორია რავა - კიდევ ერთი წარმატებული და სექსუალური ქართველი სპორტსმენი საფრანგეთში
ჩვენც გვეამაყება, რომ მსოფლიო ასპარეზზე კიდევ ერთი ასეთი წარმატებული ადამიანი გვეგულება, რომელიც საქართველოს დიდი გულშემატკივარია იმის შესახებ, რომ ცნობილი ფრანგი ფრენბურთელი ვიქტორია რავა თბილისშია დაბადებული და გაზრდილი, და რომ მას ხშირად სწორედ ქართველ სპორტსმენად იხსენიებენ, ბევრმა არ იცის.

ვიქტორია არა მხოლოდ წარმატებული სპორტსმენია, არამედ მშვენიერი გარეგნობითაც გამოირჩევა, არაერთხელ დაუსახელებიათ საფრანგეთის ულამაზეს სპორტსმენთა შორის და მისი გულახდილი ფოტოებიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს, ლამაზი სპორტსმენი ქალების მოყვარულთა შორის.

ვიქტორია 1975 წლის 31 ოქტომბერს არის დაბადებული თბილისში. მისი გვარი
უკრაინულია, თუმცა რავა თბილისშია გაზრდილი, ქართულად, და ამჟამადაც ქართულ გარემოში ცხოვრობს - მისი ქმარი ასევე ქართველი ამირან ჯიოშვილია.

წყვილი ტყუპ ქალიშვილს ზრდის ერთად და საფრანგეთის ულამაზეს ქალაქ კანში ცხოვრობს. სწორედ კანის ქალთა ფრენბურთის გუნდის მოთამაშეა რავა. მისი გუნდი მრავალგზის გამარჯვებულია, მათ ანგარიშზე ევროპის ჩემპიონთა თასიც არის.

Rating

თვით რავა არაერთხელ დაუსახელებიათ ევროპის საუკეთესო ფრენბურთელ ქალად. ის საკმაოდ შედეგიან და ნაყოფიერ მოთამაშედ მიიჩნევა, დღესაც, 38 წლის ასაკში. ამ შედეგიანობის და პიროვნული თვისებების გამო საფრანგეთში დიდი პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს.

ჩვენც გვეამაყება, რომ მსოფლიო ასპარეზზე კიდევ ერთი ასეთი წარმატებული ადამიანი გვეგულება, რომელიც საქართველოს დიდი გულშემატკივარია.

Rating

რავას უკეთ გასაცნობად მის ''ცხელ'' ფოტოებსაც გთავაზობთ. სულ ბოლოს, 2013 წლის მიწურულს გაიხადა, როდესაც მისმა გუნდმა ''კანმა'' თავისი მშვენიერი მოთამაშეების მონაწილეობით სექსუალური ფოტოსესია მოაწყო და 2014 წლის კალენდარი გამოუშვა.

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
გიგა
წიკიპედიაც კი ქართველად მოიხსენიებს უკრაინელი არა კიდე გნომი, ჰა ბიჭო რას წარმოვიდგენდი თუ ასეთი მაგარი ქართველი არსებობდა და არ ვიცოდი, გამოუშვით შემდეგი უეჭველი კიდე იქნებიან ოღონდ გაბერძნებული და გაშვანცკებული ხალხი არ გვინდა
02:52 / 05-07-2017
გამოხმაურება / 0 /
სულსხვა
ვერ მივხვდი შური თუ ბოღმა:) საუკეთესო სპორტსმენიც არის (წაიკითხეთ ინფო უცხოურ საიტებზე, თუ რა თქმა უნდა იცის კითხვ), მაგარი ქალიც არის. მშვენირი ოჯახიც ყავს! და კუპალნიკებში გადაღება მიღებული პონტია ცნობილი ადამიანებისთვის. ასე რომ ვიდრე დაწერდეთ კომენტარს - ჯერ თვითონ დარწმუნდით რას წერთ:)
10:13 / 06-05-2014
გამოხმაურება / 0 /
წერია
უკრაინელიაო
17:14 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
აჩიკო
ჯერ ერთი რავა არასდროს ყოფილა საუკეთესო ევროპელი ფრენბურთელი,და კანიც არ ყოფილა არანაირი ტიტულოვანი გუნდი,მაგრამ ასე რომ ქალი გამოვა და ჩაიცვამს იმას ქმარი ყავს?სპორტსმენია თუ პორნო ვარსკვლავი ვერ გავიგე,მაგის ქმარსაც თუ კაცი ქვია რაა.
12:19 / 12-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნოე
გარკვევით წერია უკრაინელიაო
09:25 / 12-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნოე
და ვინ თქვა რომ ქართველია? უბრალოდ აქ დაიბადა და მერე ბავშვობიდან საზღვარგარეთ ცხოვრობს?
09:24 / 12-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გვარი დაწერეთ, რა მისი!
რა ბანძია!
23:45 / 11-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ალიკა
ლიკა - "კარგით რა, მართლა და მართლა გაბოზდა და გატიტვლდა მთელი საქართველო. გამოუსვლელი კაცი არვარ, მაგრამ მე მრცხვნია უკვე ამათ მაგიერ". ლიკა მართლა ბევრი ვიხალისე შენი კომენტარის წაკითხვისას. განსაკუთრებით ეს ფრაზა მომეწონა "გამოუსვლელი კაცი არვარ, მაგრამ მე მრცხვნია უკვე ამათ მაგიერ". კაცს თუ ლიკა ერქვა პირველად გავიგე. უი შენ რა გითხარი მე. რამდენი მაცინე.
17:39 / 11-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
კარგით რა, მართლა და მართლა გაბოზდა და გატიტვლდა მთელი საქართველო. გამოუსვლელი კაცი არვარ, მაგრამ მე მრცხვნია უკვე ამათ მაგიერ.
19:47 / 10-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS